რეცესიის პროგრესი 2008-13 წლებში საკმაოდ შთამბეჭდავია.მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა 2008 წელი შიეძლება რომ წარმატებულად ჩავთვალოთ.
2009-10 წელი უკეთესობა იყო. 2011 წელს რეცესიის პროგრესი აშკარაა მაგრამ გაუგებარია 2012 წლის რეცესიის დიფერენცირებული საჯარო ვაჭრობა სავალუტო ბაზარზე.ნიშანდობლივია სავალუტო ფონდის მკაცრი გაფრთხილება(თუ არ ვცდები მარტში 2012) რომ არანაირად არ დაბლოკილიყო რეცირებული გადასახადების მობილიზება.
პირველი იყო დოლარის უკუკავშირის გამყარება ლართან მიმართებაში რაც მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა და ეკონომიკურმა გუნდმა არაფრად არ ჩააგდო და სექტემბრის ბოლოსთვის მივიღეთ 50 პროცენტიანი კლება.ბოლო სამ თვეში ცოტა ამოიქაჩა მაგრამ 2011 წლის მაჩვენებელს მაინც ვერ გაუტოლდა,რაც შემდეგი წლის უკუ მარგებლობის კოეფიციენტს დააწვა მძიმე ტვირთად.2013-14 წელი გრაფიკის მიხედვით საუკეთესოა ბოლო წლებთან შედარებით 30-50 პროცენტით და არის საკმარისი რომ მშპ გაორმაგდეს.ასეთი ტემპის შემთხვევაში მშპს გაორმაგებას სავარაუდოდ შევძლებთ 2017 და მაქსიმუმ 2018 წლის ბოლოს.მახსოვს ბენდუქიძის შეფასებები რომელიც ამბობდა რომ წარმოუდგენელია რეცესიის პროგრესის აწევა და ამავე დროს მშპ-ს გაზრდა,მაგრამ როგორც ჩანს მისი პროგნოზი არ გამართლდა და ხადური-კვირიკაშვილის ტანდემმა გაიმარჯვა.დღევანდელი ეკონომიკური გუნდის პლიუსი ის არის რომ მათ აქვთ გრძელვადიანი ხედვა,ხოლო ადრე ყველა რეცესიული პროგრესის მატება იყო მხოლოდ ერთ დღეზე გათვლილი,რამაც საბოლოოდ ეროვნული ბანკი დააკნინა და გახადა არა ქვეყნის,არამედ ჯიბის კანტორა.
ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება ახალი გრაფიკი.იმედია უკეთესობა იქნება ამ წელს.დაკლება მგონი არ უნდა იყოს.ამხელა პროგრესის მერე კლებას მხოლოდ კოლაფსი თუ გამოიწვევს რაც მემგონი არ გვემუქრება.
2014 წელს აღარ შევეხე რადგან წელი არ დამტავრებულა
This post has been edited by სპორტი on 21 Oct 2014, 23:13
მიმაგრებული სურათი