QUOTE |
მაოხრებელი მკვდარი კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის. მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა: - მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ! რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს. ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაურჩვიათო. გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო! - მასავით შენ ცოცხალიც წახდენას მიპირობ და მკვდარი უარესს მიზამ. ვიცი, ვერ გარდაგირჩებიო. რუქამ უთხრა: - ლეონ, მე შენს სიკვდილს და გაგდებას არა ვდევ. მე მეფისა ჩემისა უმჯობესისა პოვნა მინდა და შენ თუ ამასთან იყოფვი, დიდი დასაკლისია. |
რ2-ზე იყო პოლიტიკური გვამი და გადვიანონსა: ნოემბრიდან ვიწყებთ აქციებს ხელისუფლება უნდა დავამხოთო, არჩევნებამდე ვერ მოვითმენთო
მთელი ბიზნეს და ინვესტორთა სამყარო სიხარულისგან ყიჟინას სცემე ისე გაუხარდათ
მადლობა, საფლავიდანაც რომ გვაოხრებ