marimari11მობრძანდი პატარა ქალბატონო აქ

სულაც არაა შენი დახასიათება ადვილი,შენზე დიდი წარმოდგენები მაქვს ისედაც და მოკლედ....
ძალიან ემოციური ხარ.ემოციების ზღვა.
ამიტომ გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის საშიშიც შეიძლება იყო.
გჭირდება ადამიანი,რომელიც ამ ემოციებს კალაპოტს მისცემს,დამდგარი წყალი-ფუჭდება,უკალოპოტო -ყველას და ყველაფერს ლეკავს,აი შენ შუალედის ძებნაში ხარ,რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება კორიდას.
გიჭირს საკუთარი თავის მართვა.
ადვილად ადაპტირებადი ხარ ერთი შეხედვით,თუმცა რეალურად ასე არაა.კომუნიკაბელურობით ცდილობ ეს გადაფარო.
პატიება შეგიძლია ,მაგრამ დავიწყება?ვერაფერს დაივიწყებ .
მარტივად ეჩვევი ადამიანებს.
წარსულში არაა გამორიცხული ამის გამო არაერთხელ დაგწყვეტოდა გული.
თეორიულად იცი რომ მგელი უნდა გახდე,მაგრამ კეთილი ხარ.კაცთმოყვარე.ვერ ახერხებ ამას.
შენი მიმდობი ხასიათი-შენი აქილევსის ქუსლია.
ახლა რაღაც არეულ-დარეული პერიოდი გაქვს,ქაოსი,მაგრამ ხომ იცი რომ დალაგებადია?!
მთავარია გადაწყვეტილებების მიღების შიში დასძლიო.
ან იქნებ უფრო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბიხარ?!
შენ გაქვს ძალა,გაქვს ემოცია,გაქვს კარგი გონებრივი შესაძლებლობები-უნდა გამოიყენო.სიზარმაცემაც არ უნდა გაჯობოს.
შენ ზღაპარში ცხოვრება გინდა, წინ საუკეთესო შოკოლადით.
ზღვისპირა ქალაქში,სადაც მხოლოდ ზაფხული იქნება,სითბო,სიყვარული,სიცილი,კისკისი.
პრინციც ალბათ თეთრ რაშსზე ჯირითს მოიბეზრებდა და ახლა უკვე ქვიშის ხელბურთით დაკავდებოდა.
ახლა შენ გემრიელი ჩახუტება გაკლია.
ადამიანი რომელსაც დაეყრდნობი,რომელიც შენსს სიგიჟეებს გაიზიარებს.შენი ბავშვურობა მოფრთხილებას საჭიროებს.
არ ხარ შენ ბრძოლა წესების გარეშესთვის დაბადებული.
ნებისმიერი სირთულის დროს,ჩაისუნთქე ღრმად და კარგად დაფიქრდი,შენ იმაზე ბევრად მეტის მიღწევა შეგიძლია,ვიდრე ამას თავად წარმოიდგენ.