http://www.gurianews.com/view_left_wide.ht...t_id=74&lang=kaსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,
ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა.
როგორც "გურია ნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
განცხადება კადრების განყოფილებას უკვე ჩაბარდა.
დაახლოებით, ორი კვირის წინ კი თანამდებობა ასევე პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა
გიორგი დალაქიშვილმა."დალაქიშვილიც თავისი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ადგილს ამჟამად შალვა ბედოიძე იკავებს“, _ აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე,
გიორგი დალაქიშვილი ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ხოლო მეორე პირი -
ოთარ მირზოევი,
შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. აღსანიშნავია, რომ ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებები დეკემბერშიც განხორციელდა და თანამდებობა კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირმა დატოვა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა და სუს-ის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ.
ცნობისთვის, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით დღეს პრემირ-მინისტრს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც მიმართა. ჭიკაიძის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
...
იური ვაზაგაშვილი: ქალაქის პოლიციის უფროსი
გიორგი დალაქიშვილი და მისი მოადგილე ოთარ მირზოევი ჩემი ზურას მკვლელობის თანამონაწილეები არიან
11 თებერვალი, 2014. 02:102006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას მაღალი თანამდებობის პირები ხელს უშლიან.
„
შევხვდი ირაკლი შოთაძეს და კატეგორიული მოვთხოვე სამსახურიდან გაენთავისუფლებინათ ის თანამშრომლები, რომლებმაც საქმე გააყალბეს. ესენი არიან, მთავარი პროკურატურის დეპატრამენის უფროსისი მოადგილე,
ფრანკ ანკოსი, თბილისის პროკურორის მოადგილე
გელა ბადიაშვილი, პროკურორები
შაქრო ზაალაშვილი,
თენგიზ ხარებავა. ესენი ხელის უშლიან გამოძიებას.
შევხვდი შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს. ვკითხე რა ფორმით აპირებდნენ ქალაქის პოლიციის უფროსის
გიორგი დალაქიშვილის და მისი მოადგილის
ოთარ მირზოევის დასჯას. ეს ბატონები ჩემი ზურას მკვლელობის თანამონაწილეები არიან. მინისტრს ამის მტკიცებულებაც წარვუდგინე - როცა მათ დაიწყეს პირველი სროლა ზურას მიმართულებით,
ცააძესთან და ბეროძესთან ერთად, მანქანის წინ იდგნენ.
შს მინისტრის მეუბნება, რომ დალაქიშვილმა მითხრა 150 მეტრის მოშორებით ვიდექიო და მე მისი მჯერაო. იმედი მომცეს, რომ დაახლოებით ორ თვეში შედეგს დავდებთო. როგორც მითხრეს ორ ვერსიაზე მუშაობენ და ვნახოთ. არ დავთმობ, ეს მკვლელები უნდა დაისაჯონ.
პასუხი არ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ჭიკაიძეს რატომ დანიშნა მკვლელობაში ეჭმიტანილი პირი პოლიციის უფროსად? რადგან ფირცხალავას ძმაკაცია იმიტომ დანიშნა? თვითონაც მისი საძმაკაცოდანაა. ამას წერტილი უნდა დაესვას. სხვნაირად სამართლიანობას ვერ აღვადგენთ.
შოთაძე მეუბნება, რომ პროკურორი ზაალიშვილი მოვაშორეთ აქედან და კახეთში გაუშვით, დანარჩენებზე პრობლემა არ იქნებაო“
...
- ჩამოგითვლით სახელებსა და გვარებს, ასევე თანამდებობებს, რომლებიც მათ იმ დროისათვის ეკავათ:
1.
ფრანკ ანკოსი - საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2.
შაქრო ზაალიშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;
3.
თენგიზ ხარებავა - საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;
4. ი
რაკლი შუალია - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი;
5.
გიორგი ღვინიაშვილი - ქ. თბილისის პროკურორი;
6.
გელა ბადრიაშვილი - ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე;
7.
ლევან გვაზავა - შს მინისტრის მოადგილე;
8.
ირაკლი ქადაგიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
9.
კონსტანტინე სირაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
10.
ირაკლი ფირცხალავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
11.
გიორგი ცააძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
12.
გელა ანჯაფარიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსი;
13.
ზ. ქიქავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
14.
შოთა ჭანუყვაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი;
15.
გ. დალაქიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე;
16.
შ. რთველიაშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი;
17.
ბ. ხითარიშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი;
18.
გიორგი ხიზანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი;
19.
ზურაბ ფერაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილე;
20.
ნ. სამარღანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი;
21.
ზ. სულავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
22.
შ. ნიქაბაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
23.
გრიგოლ კვინიკაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
24.
გიორგი დარჯანია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;
25.
ლევან ბეროძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელი;
26. ზურაბ ქემაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
27.
ილია ზურაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;
28.
ლაშა ქურხული - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;
29.
მიხეილ შველიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;
30.
ორენჩ (ოთარ) მირზოევი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;
31.
გიორგი დალაქიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;
32.
გელა რაზმაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;
33.
თ. ახვლედიანი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
34.
დ. სართანია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ინსპექტორი;
35.
ს. კაბულოვი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;
36.
ზ. მათითაიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;
37.
თ. პაპუაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
38.
დ. ნატრიაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
39.
მერაბ არობელიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
40.
თ. შონია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი;
41.
გიორგი კაჭარავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი;
42.
ალექსანდრე იმერლიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;
43.
დავით მხეიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;
44.
გ. ბჟალავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებები;
45.
თამაზ ბერბიჭაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელი;
46.
გ. ჭანტურია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
47.
მახლაზ ჩხიტუნიძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;
48.
თენგიზ ფხაკაძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ჯგუფის უფროსი;
49.
ბესიკ გუჯეჯიანი - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;
50.
დავით სულაბერიძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;
51.
ლევან გორგოძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;
52.
ი. აბაშიძე - შსს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი;
53.
როინ ენუქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
54.
ო. ოქრუაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;
55.
ზაზა ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური მიმართულების ექსპერტი;
56.
გიორგი ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების კრიმინალისტი;
57.
გ. მაღრაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტი;
58.
რამაზ სურამანიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;
59.
ლეილა მეშველიანი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;
60.
დოდო ელბაქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;
61.
დალი ექვთიმიშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;
62.
ლ. კაცოშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;
63.
კ. სიჭინავა - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი;
64.
რ. ნერსესაშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი.
ამ ადამიანებმა თავადვე „გამოიძიეს" საკუთარი დანაშაული და ბევრიც დღემდე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ პროკურატურაში!
და ბოლოს, ხაზგასმით მინდა ვთქვა: თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ხელისუფლება სამართლიანობას არ აღადგენს, გამწარებული ხალხი თავადვე გადავა სამართლის აღსრულებაზე და მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება!