კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დღეისათვის 300-ზე მეტ ცოდნის ცენტრს აერთიანებს საქართველოს სოფლებში, რაც გვაძლევს საშუალებას მოსახლეობის აზრი გავიგოთ სხვადასხვა საკითხზე.
სამწუხაროდ, დღეისათვის რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობა შეინიშნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. რიგ რეგიონებში ნიჰილისტური დამოკიდებულებაც იგრძნობა, და სათანადოდ არ აფასებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გაწერილ სტანდარტებსა და ქართული პროდუქციის შესაბამისობას მასთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია ხუთ დიდ ქალაქში მოსახლეობასთან გავმართოთ შეხვედრები, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ასოცირების ხელშეკრულებასა და მასთან ერთად ხელმოწერილ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ. მაქსიმალურად ზუსტად იქნება ახსნილი ის პერსპექტივები, რასაც აღნიშნული ხელშეკრულებები აძლევს ჩვენს ქვეყანას და ასევე მიმოხილული იქნება ის მკაცრი რეგულაციები, რასაც აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, რათა დავაჩქაროთ იმ შედეგისკენ სწრაფვა, რასაც საქართველო - ევროპის ნაწილი ქვია. ჩვენს ინიცირებულ პროექტს საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს, შევეცდებით რამდენიმე გამოვყოთ. უპირველეს ყოვლისა, რეგიონების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის. დღეს რეგიონებში ძალიან ცოტა რამ ხდება, შესაბამისად ინფორმაციის ერთადერთი წყარო ტელევიზიაა. მოსახლეობას სჭირდება ობიექტური ინფორმაცია და ადამიანები, ვინც მზად იქნებიან მათ შეკითხვებს გასცენ კომპეტენტური პასუხები. უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი დადებითი მხარე არის ის, რაც მოიტანა გლობალიზაციამ, განსაკუთრებით კი ე.წ. მესამე ტალღამ. ეს გულისხმობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. თითოეული მოქალაქე ზუსტად უნდა იაზრებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროში. ეს ყველაფერი აუცილებლად ნახავს ასახვას ქვეყნის პროდასავლურ კურსზე, რაც უფრო სწრაფად გავიაზრებთ საკუთარ როლს ამ პროცესებში და მის შესრულებას დავიწყებთ, მით უფრო სწრაფად მივუახლოვდებით სასურველ შედეგს. აუცილებელია აღინიშნოს ის უნარები, რომლის განვითარებასაც მონაწილეები შეძლებენ - გუნდური მუშაობა, საჯარო გამოსვლები, დისკუსიაში მონაწილეობა და დებატები. ჩვენი სემინარები სრულად იქნება აგებული და დამყარებული მონაწილეების ჩართულობაზე. ეს მეთოდი მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი, საკმაოდ დიდი შედეგის მომცემია.
ხმის მისაცემად და დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
http://goo.gl/sP25cfმოკლედ, ძალიან კარგი პროექტია, განსაკუთრებით რეგიონებისათვის.
პ.ს
ვაშაძემაც მოგვიწონა პროექტი