კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის საქმეზე მოკვლევა დაიწყო
სააგენტოს თავმჯდომარის 6 თებერვლის №19 ბრძანების შესაბამისად ა(ა)იპ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ 26 დეკემბრის განცხადების საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა გაზის დისტრიბუტორი კომპანიების მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღევის ფაქტზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო შეეცდება მოკვლევის ინტერესების დაურღვევლად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული საქმის მიმდინარეობის შესახებ.
https://www.facebook.com/CompetitionAgencyGeoN_e_o_N