მოკლედ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს საქართველო 19 წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.
ტურნირს სავარაუდოდ ოთხი ქალაქი უმასპინძლებს :თბილისი, რუსთავი, გორი და მცხეთა.
რა პოზიტივები მოჰყვება ამას ნამდვილად აღარ გავაგრძელებ.
ძალიან მაგარი ამბავია და გილოცავთ ყველას.
მადლობა ყველას, ვინც ამ საკითხის საჩვენოდ გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღო.
http://new.gff.ge/ka/News/Details/5892017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს! ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს საღამოს, კომიტეტის სხდომაზე მიიღო. უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და სფფ-ს და საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა დიდი ნდობა.
აღმასკომის ეს გადაწყვეტილება უეფას გენერალურმა მდივანმა - ჯანი ინფანტინომ სხდომის დასრულებისთანავე გაახმოვანა. სფფ-ის ოფისში უეფას გადაწყვეტილებას ერთად ელოდებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ეს სასიხარულო ამბავი მათ ერთად შეიტყვეს.
„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ხვალ, 28 იანვარს, 10:30 წუთზე, „მიხეილ მესსხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.