მოდერ, ერთი თემა გვქონდეს რა სიკეთეზე , ძმურად გთხოვთ.............
_______________________________________________________________________
ჩამონათვალი ძალიან გრძელი იქნება , ამიტომ რამოდენიმზე გავჩერდები...
რა აქვთ საერთო - შიშს , სასოწარკვეთას , დეპრესიას , ტკივილს , უხასიათობას ?
"მე" (ლათ. ego )
მე მტკივა
მე მეშინია
მე დეპრესიაში ვარ
მე უხასიათოდ ვარ
_____________________________
როცა სხვისთვის ცხოვრობ თითქოს ტკივილსაც ვერ გრძნობ
როცა გულით გიყვარს არც გეშინია არაფრის , ვერაფერი შეგაჩერებს შენ და შენს გრძნობას......
მითუმეტეს გამორიცხულია დეპრესია სიყვარულისდროს
რამდენი მაგალითია , როდესაც საკუთარი სიცოცხლე დაუთმიათ სხვისთვის..
ეს მაგალითები როგორც ნაწარმოებებში , ისტორიულ ფაქტებში და ა.შ. , ისე ცხოვრებაშიც ძალიან ბევრია.
შეიძლება კარგად ვერ ავხსენი სათქმელი , მაგრა ვისაც გულით უნდა კი გაიგებს თუნდაც ამ აბდა-უბდას .........
მარტივად რომ ვთქვათ
ამ თემაში დავდოთ :
ვიდეოები , ფოტოები , ისტორიები , რეალური ამბები , ნაწარმოებები , ლექსები ... რავიცი , ყველაფერი რაც სიკეთეს მოიცავს.......
სიკეთე = სიყვარული
სიკეთის გაკეთება სულაც არ გულისხმობს რომ ფული მთავარია ........ რომ მაინცდამაინც მატერიალურიად უნდა დავეხმაროთ ვინმეს...........
შეიძლება ადამიანს ელემენტარული იმედი მისცე და ამ ფორმით გაუკეთო ისეთი სიკეთე , რომელიც საიუველირო ვიტრინებშიც არ მოიპოვება
პ.ს.
ძალიან მწყდება გული , რომ განვლილი ცხოვრების მანძილზე არაფერი გამიკეთებია ისეთი , რომელსაც ამ თემაში მაგალითის სახით დავწერდი....
___________________________________________________________________________________
http://www.face.ge/blog/212806
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)