6 აპრილს მარტვილის საკრებულოს სხდომა დაწყებამდე ჩაიშალა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ კანონის უხეში დარღვევით და პროცედურების გვერდის ავლით დააყენა განსახილველი დღის წესრიგი.
ფრაქცია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდის გზის“ თავმჯდომარემ ირაკლი ჯამბურიამ მოსთხოვა გაბისონიას წარედგინა შესაბიმი დოკუმენტაცია, კერძოდ ბიუროს სხდომის ოქმი, თუმცა გაბისონიამ აღნიშნული ოქმის არარსებობის გამო მისი წარდგენა ვერ შეძლო.
მიუხედავად კანონდარღვევისა გაბისონიამ მაინც დააყენა კენჭისყრაზე სხდომის ჩატარების საკითხი, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლება სხდომის დარბაზი დატოვეს, ხოლო „ქართულ ოცნებასის“ დარჩენილი წევრების რაოდენობა ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
მარტვილში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა.ვიდეო:
https://www.facebook.com/video.php?v=757119...inch_main_video