bochitaLаkiLIVE-76RS-dziiikotcioNikolOzzIყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ, აქ ზოგი ძველი წევრია,ზოგი ახალი, ყველას მეგობრებო ერთი საჭირბოროტო მდგომარეობა გვაკავშირებს, ც ჰეპატიტი, თუმცა ბ-იანიც ურევია,

ცალკ-ცალკე ძალიან გამიგრძელდება ყველას მოკითხვა,

ადრე თუ რაღაც ეჭვები მღნიდა, ახლა დარწმუნებული ვარ, ყველანი განიკურნებით ამ საშინელი დაავადებისგან, სახელწოდებით ც და რომელსაც დიდი "წვლილი" მიუძღვის ქართველი ხალხის "გაბედნიერებაში", მისგან გამოწვეული დამანგრეველი შედეგებით!
მართლაც უდიდესი ნაბიჯი იქნა გადადგმული ახალი მთავრობის მიერ, გავიდა რა უშუალო კონტაქტზე წამლის მწარმოებელთან, კი,ამ კომპანიას აქვს განხორციელებული მსგავსი დახმარების პროგრამები დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მაგრამ ჩვენთან რაც მოხდა უპრეცედენტო მოვლენაა ყოველგვარი ეჭვის გარეშე!
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დიდ სინანულს იწვევს პირადად ჩემში დაუფარავი ირონია ზოგიერთი პიროვნებების მიერ ამ რევოლუციური გადაწყვეტილების მიღებისადმი, არც თუ ჯანსაღი დამოკიდებულება აშკარად,
მე კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, ც ჰეპატიტით დაავადებული, მითუმეტეს ღვიძლის მძიმე დაზიანებით, ფაქტიურად განწირულად ითვლებოდა, მშვიდად ელოდებოდნენ საკუთარ ჟამს, როდის ჩამოჰკრავდა,

(( ისიც მახსოვს სახელმწიფო როგორ ზრუნავდა მათზე, პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, მერიას ფინანსური დახმარებისთვის როცა მივმართე(ნაწილობრივ, მიზერულს ვითხოვდი) პასუხი მომცეს შაბლონი ყველასათვის, ერთ ფურცელზე დაწერილი კალკა, ც ჰეპატიტზე ვერაფრით დაგეხმარებით, ქვეყანას უჭირს, შეგვიძლია, თუ თვალი დაელმებული გაქვს, მაგას კი გაგისწორებთ, დაგიფინანსებთო, გაიგეთ ხალხო,აი ესე უბრალოდ დასცინოდნენ მოსახლეობას, რომელ უფასო მკურნალობაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი!!!
ეგ კი არადა წინა პრეზიდენტი ხალხს ურცხვად ატყუებდა, როცა ეკითხებოდნენ რეგიონებში ვიზიტებისას, ც ჰეპატიტიანებს რა გვეშველებაო, ეს პასუხობდა, უკვე დავსახეთ რევოლუციური გზები ამ პრობლემის გადასაჭრელად, რესპუბლიკურში უკვე დაწყებულია მასეთი ხალხის მკურნალობა "თელ" მსოფლიოში უპრეცენდენტო მეთოდით, ღეროვანი უჯრედების გამოყენებითო,

არადა ეგ მეთოდი ჯერ კიდევ მხოლოდ ცხოველების მოდელზეა გამოყენებული ექსპერიმენტების სახით!
არ მინდოდა პოლიტიკური ელფერი მისცემოდა პიველივე პოსტს ახალ თემაში მაგრამ როგორც იტყვიან, ნამუსიც კაი საქონელია!
აი ეს ვიდეო თავის დროზე ჩემი ატვირთულია პირადად, ვტოვებ განსჯისათვის!

ეს კი გუშინ გამოქვეყნებული სტატია უცხოენოვანი მედიიდან საქართველოში განხორცილებული ინოვაციური პროგრამის შესახებ, ურწმუნო თომებისთვის, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ და მეტს ვერაფერს, ყოველი შემთხვევისთვის.
"„გილეადი იყენებს საქართველოს, როგორც უფასო მედიკამენტების გადაცემის გამოსაცდელ მოდელს ც ჰეპატიტის გლობალური ელიმინაციის მისაღწევად.
კომპანია გილეადი მსოფლიო მასშტაბით ცდილობს დაარწმუნოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები და შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები რომ ც ჰეპატიტის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის შეთავაზებული პროექტის მიხედვით,რაც ითვალისწინებს უფასო მედიკამენტების გაცემას ნებისმიერი დაინფიცირებული ადამიანისათვის, რომელთაც იგი ესაჭიროებათ.
უპრეცენდენტო პროგრამა, კავკასიის რეგიონის ამ ქვეყანას გახდის დემონსტრაციულ მოდელად მთელი მსოფლიოსთვის ღვიძლის დამღუპველი ამ დაავადების სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, უზრუნველყოფს რა ამ ქვეყანას უაღრესად ეფექტური მაგრამ აგრეთვე უაღრესად ძვირადღირებული პრეპარატით სოვალდი პლუს ასევე კიდევ უფრო ეფექტური მედიკამენტით, სახელწოდებით ჰარვონი,რომელიც ახლახანს იქნა ოფიციალურად დამტკიცებული ფდა-ს მიერ.
საქართველო როგორც ქვეყანა გამოირჩევა მასში ც ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი პრევალენსობით, იკავებს რა მესამე ადგილს მსოფლიოში ამ სამწუხარო მაჩვენებლით ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, ზრდასრული მოსახლეობის 7% ამ ვირუსის მატარებელია. აგრეთვე ამ ქვეყანაში მრავალი ვარიაციის და სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტებით დაავადებული პაციენტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
დამატებით საქართველო წარმოადგენს მცირერიცხოვან ქვეყანას 5 მლნ პოპულაციით და უზრუველყოფილია არც თუ ცუდი სკრინინგ პროგრამებისათვის აუცილებელი სამედიცინო აპარატურით,რაც მას ხდის იდეალურ სამიზნედ ფართო მასშტაბის სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად-გრეგ ალტონის, აშშ წამლის მწარმოებელ კომპანიათა ერთიანი კონტროლის ხელმძღვანელის განმარტებით.
„ეს არის შესანიშნავი ქვეყანა ჩვენთვის აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად“-განაცხადა როიტერთან სატელეფონო ინტერვიუში ალტონმა ამჟამად ვენაში მიმდინარე მსოფლიო ჰეპატოლოგთა კონგრესიდან.
სქემა, მოწონებული აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ითვალისწინებს პირველ ეტაპზე, 2015 წელს, 5000 პაციენტის უზრუნველყოფას სოფოსბუვირით,რასად მოყვება შემდგომი ფაზები ყოველწლიურად 20 000 პაციენტის მკურნალობის პერსპექტივით.
კომპანია გილეადმა რამდენიმე ღარიბი შემოსავლის მქონე ქვეყანას საკუთარი მედიკამენტის ფასი შეუმცირა 300$-მდე 28 კაფსულის მქონე შეფუთვაში, მას აგრეთვე სურს ჩართოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დასახული მიზნის, ც ჰეპატიტის ფართო მასშტაბით აღმოფხვრის განსახორციელებლად.“
http://www.reuters.com/article/2015/04/22/...N0ND1XU20150422Solveigროგორ გიკითხოთ ჩვენო საყვარელო მოდერო,
დიდი მადლობა ასისტირებისათვის ახალი თემის გახსნისას, ერთად იმედი ვიქონიოთ, ვინც აქ პოსტავს, ყველა განიკურნება ამ ვერაგი სენისგან!

პრიციპში აქედან უნდა დამეწყო, gentleman...
პ.ს. მოკლედ მე აქ ვარ, ახალი რეალობის პირობებში რითაც შევძლებ,ყველას დაგეხმარებით, თქვენს გვერდით მიგულეთ, ყველას გამოჯანმრთელებას გისურვებთ!!!
:2kiss
პ.ს. მანდ სტატიაში (გავაშავე) საინტერესო ციფრებია საკმაოდ, როგორც ჩანს მაგ მონაცემების ფართო მასებისთვის მიწოდებას ერიდებიან, მეტი აბა ვიღას უნდა დახმარებოდნენ,თუ არა ჩვენ,
და კიდევ ფორუმის წევრების პოლიტგანყში გამოთქმული აზრები მაქვს მხედველობაში მოყვანილი,სადაც ჩანს მავანთა მიერ ხელისუფლების მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის აშკარა დაკნინების ცდები...
* * *
ma1ka