ჩემი გამოცდილებიდან გირჩევ მლ კრედიტს გერმანიის საელჩოსთან არიან აღმაშენებლის მოედანთან საკმაოდ კარგი ხალხია 1500დოლარში მქონდა დალომბარდებული და თვეში 75დოლარს ვიხდიდი პროცენტს + 3 თვეში ერთხელ 30დოლარი ტარების თუ რაღაც ჯანდაბის მარა ძირი არ იფარებოდა მარტო პროცენტია ეგ
მაგრამ მერე მოგოში დავალომბარდე 5400ლარად 5წლიანი გავაკეთე და თვეში 244 ლარი მიწევს ძირი 33ლარია მარტო თვეში

მაგრამ ერთი ის პლიუსი აქვთ რო დაზღვეულია მესამე პირზე გინდ შენი ბრალეულობა იყოს მაინც გინაზღაურებენ ერთი თვის უკან დავეჯახე ერთს უკნიდან ( ნუ ჩამიჭრა და ეგრევე ტორმუზს ხია და ვხეთქე ) და 1850ლარი ჩამირიცხეს ძაან პატარა რაღაცაში რაც მარტო 500ლარამდე დამიჯდა