#44538261 · 8 May 2015, 19:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კონკურენციის სააგენტომ მიპასუხა - წერილი ისეა ჩახუჭუჭებული ეშმაკმა ფეხი რო მოიტეხოს. აზრი ის გამოვიტანე რო იურიდიულად არ არიან მონოპოლისტები და ვისაც უნდათ იმას დაკავდნენო მაგბიზნესით. და ის რომ ერთი კონკუტენტიც არ გამოუჩნდათ ამდენი წლის მანძილზე - ეგ ჩვენი საქმე არააო. შემოსავლების სამინისტრო რო არეკლამებს თავის საიტზე მაგ ფირმას - ეგ გაატარეს აქვე დავაკოპირებ მაგათი პასუხის ტექსტს და იურისტები თუ ხართ ვინმე აქ გადაავლეთ თვალი და იქნებ მე მეშლება და სხვა რამე უწერიათ
"თქვენს მ/წ. 7 მაისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით, „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სარეკომენდაციო
განმარტების სახით გაცნობებთ, რომ:
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
„სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც
იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად
ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,
საგადასახადო ორგანოსა და იურიდიულ პირს შორის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით
საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული გადასახადის გადამხდელთა
მომსახურების ცალკეული სახეები შესაძლებელია განახორციელოს ამ იურიდიულმა პირმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით
დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და
საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების
გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა
საქმისწარმოების წესის“ მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე
მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან
მოხსნა, დაზიანების შემთხვევაში ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება
შესაძლებელია განახორციელოს სხვა იურიდიულმა პირმა. ხელშეკრულების გაფორმება
დასაშვებია იურიდიულ პირთან, თუ მას გააჩნია არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება
საკონტროლო-სალარო აპარატების ტექნიკური მომსახურების სფეროში.
როგორც იკვეთება, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ფინანსთა მინისტრის
ხსენებული ბრძანება უშვებს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული
მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელების შესაძლებლობას სხვა იურიდიული პირის
მიერ, შესაბამისი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსი და ფინანსთა მინისტრის
ნორმატიული აქტი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობას, შემოსავლების სამსახურის
მიერ ამ მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ქმედება (კონკრეტულ იურიდიულ პირთან
ხელშეკრულების გაფორმება საკონტროლო სალარო-აპარატების ტექნიკური მომსახურების
განხორციელების თაობაზე) ვერ იქნება განხილული, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის
დარღვევა, რადგან იგი ხვდება კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საგამონაკლისო ფორმულირებაში - „გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
რაც შეეხება წერილით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს (მომსახურების საფასურის
ოდენობის განსაზღვრა, მომსახურე ბანკის არჩევის პრინციპი და სხვ.), მათი განხილვა სცილდება
სსიპ - კონკურენციის სააგენტოსათვის კანონმდებლობით გასნაზღვრული კომპეტენციის
ფარგლებს.
აქვე განგემარტებათ ისიც, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე
მუხლის შესაბამისად, პირს შეუძლია მომართოს კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის
კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე „განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის
წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და
ვადების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30
სექტემბრის N30/09-1 ბრძანების შესაბამისად დადგენილი განცხადების/საჩივრის ფორმით.
ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“
ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაზღვრულნი არიან განცხადების/საჩივრის წარმომადგენი
სუბიექტები, კერძოდ - განმცხადებელი არის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება,
რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის
შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით
მიმართავს კონკურენციის სააგენტოს. ხოლო, მომჩივანს წარმოადგენს ეკონომიკური აგენტი,
რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის
შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს
კონკურენციის სააგენტოს.
პატივისცემით,
სსიპ - კონკურენციის სააგენტო "
|