http://www.nytimes.com/2015/05/09/business...y-pipeline.htmlმოკლე, შინაარსი: - ერთმორწმუნე ძმა რუსეთი ცდილობს ევროპასთან საკუთარი გაზსადენი თურქეთ-საბერძნეთ-ევროპა - გზით შეიყვანოს, ოკუპანტი აშშ ცდილობს აზერბაიჯანი > საქართველო > თურქეთი > საბერძნეთი > ევროპა გაზსადენზე დაიყოლიოს, რაც დამატებითი შემოსავალია აზერებისთვის და საქართველოსთვის, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი - ნაკლები დამოკიდებულება ევროპისთვის რუსულ გაზზე.
თურქეთი და საბერძნეთი ყველა შემთხვევაში კაი პონტში არიან, ერთი თუ მეორე მაინც მათზე უნდა გაიაროს, აშშ-მ თავის დროზე უკვე დაბლოკა რუსეთის "ჩრდილოეთი ნაკადი" რომელსაც ბულგარეთზე უნდა გაევლო და ბულგარელებს გადააფიქრებინა, ახლა საბერძნეთს აწვება, ევროპა კი სადღაც კუთხეში ჩუმად ზის, როგორც ყოველთვის. რუსებმა ამასობაში "ჩრდილოეთის ნაკადს" სახელი გადაარქვეს და ახლა "თურქეთის ნაკადი" ქვია.
საქართველო და აზერბაიჯანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია კაი პონტში, თუ აშშ-მ თავისი გაიტანა და ყოფილი ნაბუკოს პროექტი მიაღებინა. (თავდაპირველ ნაბუკოში საბერძნეთი არ იყო)
საბერძნეთს კი დიდი ვალები აქვს აღებული ევროკავშირისგან, საკუთარი კატასტროფული ეკონომიკური პოლიტიკის გამო, დიდი ხნის წინ კრიზისში ჩავარდა, ბერძნებს ხელფასების შემცირება არ სურთ, არც ცხოვრების დონის კლება უნდათ და არც ევროკავშირის ვალის გადახდა, ახალ სესხს კი ევროკავშირი ჯერ-ჯერობით არ გასცემს
ამჟამად საბერძნეთს პრორუსული მთავრობა ყავს, რომელსაც ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს ის რეფორმები რომელსაც ევროკავშირს შეპირდა და რომლის გასატარებალდაც ჯერ კიდევ ფეხს ითრევს ახალი მთავრობა.
აშშ-ს საელჩომ საბერძნეთში დამატებით განცხადება გამოსცა (http://athens.usembassy.gov/pr-2015-11.html) რომ თუ გაზსადენს საბერძნეთი აზერებისგან მიიღებს, მაშინ ეს მათ ქვეყანაში დამატებით 1.5 მილიარდი ინვესტიცია და 10 000 შექმნილი სამსახურია.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია ველოდოთ ერთმორწმუნე ძმამ ვერ გაიმარჯვოს და ამჯერად ოკუპანტმა ამერიკოსებმა სძლიონ.