გიორგი გუდაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ვაკის აუზთან დაჭრეს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. გუდაძის მეგობრები და ახლობლები ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობასთან დაკავებას აპროტესტებენ.
აქციას შეუერთდა 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძეც.
„არანაირი ნარკოტიკების მომხმარებელი გიორგი არ არის. აუზზე დადის, ჯანმრთელი, წესიერი და ადამიანი გვერდში მიდგას. ხვალ არის ლაშა მახარაძის და გიორგი ოქროპირიძის, ჩემი შვილის პროცესი, იწყება, პირველი დღეა. ეს დღეები სულ ჩემს გვერდით იყო, არ მომცილებია, ყველა სასამართლოზე, ნაფიცი მსაჯულების არჩევაზე, გვერდზე მყავდა“, - ამბობს დიდებულიძე.
„გუშინ დააკავეს ჩვენი მეგობარი გიორგი გუდაძე. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნარკოტიკი, რომელიც აღმოაჩნდა, ჩაუდეს. ეს ის გიორგი გუდაძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ვაკის აუზთან სასიკვდილოდ გაიმეტეს, თუმცა, დღემდე ეს საქმე არ არის გამოძიებული.
შევიკრიბეთ მისი მეგობრები და ნათესავები იმისთვის, რომ ამ საქმის მიმართ გამოიჩინონ ინტერესი და საქმე ობიექტურად გამოიძიონ“, - ამბობს გიორგი გუდაძის მეგობარი გიორგიზერეკიძე.
შეგახსენებთ, გუდაძის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
http://news.ge/ge/news/story/134329-ramden...udadze-daakaves
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo