მოკლედ: წელიწადში 500 მილიონი ლარე ტყუილად არ ჩავდევით.
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 4%-ით გაიზარდა
საქართველოში აპრილის თვის მონაცემებით აღრიცხული იყო 1.43 მილიონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ასევე გაზრდილია რძისა და ხორცის წარმოება. წლის პირველ კვარტალში გამომუშავებული რძის მოცულობამ 114 მილიონი ლიტრი შეადგინა. გადამუშავებული ხორცის მოცულობამ კი - 9.5 ათასი ტონა. მსხვილფეხა საქონლის რაოდენობისა და გადამუშავებული ხორცის რაოდენობის ზრდა ბაზარზე არსებულ ხორცის ფასზე დადებითად აისახება. თხისა და ცხვრის საერთო სულადობა კი 1.16 მილიონს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებს 1%-ით აღემატება. აღრიცხული ღორის სულადობა კი წლის პირველ კვარტალში 22%-ით გაიზარდა და 237 ათასი შეადგინა.
2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის საქართველოში აღრიცხული ფრინველის რაოდენობამ 8.3 მილიონი ფრთა შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. პირველ კვარტალში გამოშვებული კვერცხის მოცულობამ კი 137 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
საქსტატის მონაცემები წინასწარია, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დაზუსტებული მონაცემები 2016 წელს გამოქვეყნდება.
წყაროი (ტაბულენცია)იფ იფ იფ, ნაცებო, იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიფ!