#45823015 · 30 Sep 2015, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კალაძის ცოლის ძმის ახალი სკანდალი - დიპლომი? დღეს, 11:30 · ამობეჭდვა
სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი, მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი არეშიძის დიპლომის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროვებას მოითხოვს. მათ ინფორმაციით, უნივერსიტეტი, რომელიც კახი კალაძის ცოლის ძმას ოფიციალურად აქვს მითითებული, საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა, აქვს თუ არა მერიის მაღალჩინოსანს უმაღლესი განათლება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ხაბურძანიამ „პირველ რადიოსთან“ საუბარში განმარტა, ორგანიზაციამ ინფორმაცია განათლების სამინისტროსგანაც გამოითხოვა, საიდანაც მიღეს პასუხი, რომ წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი მათ ბაზაში არ ფიქსირდება:
„კახი კალაძის ცოლის ძმას, რომელიც გახლავთ ქალაქ თბილისის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ოფიციალურ საიტზე განთავსებული აქვს ინფორმაცია, რომ დამთავრებული აქვს წმ. ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, ბიზნესი და მართვა- ბაკალავრი. ჩვენ დავინტერესდით ამ უნივერსიტეტის წარმომავლობით და არსებობით და გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია განათლების სამინისტროდან, საიდანაც მოგვწერეს, რომ ასეთი უნივერსიტეტი არ ფიქსირდება არც მათ რეესტრში და არც როგორც სასწავლებელი. გარდა ამისა ჩვენ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ვეცადეთ აღნიშნული უნივერსიტეტის მოძებნას და ვერც იქ ვნახეთ. მოვითხოვტ ქალაქ თბილისის მერიისგან, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტი ან გათავისუფლდეს ეს ადამიანი რადგან არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. კანონით არ არის ირ, რომ საჯარო მოხელეს მაინცდამაინც უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა საქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ უნდა ქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ამ დოკუმენტის ტოლფასი ვერ იქნება კახი კალაძის ცოლის ძმობა.“ განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.
რეებს უგონებენ ბატონ კახის და მის უჭკვიანეს ცოლისძმას
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|