კაროჩე გავედი დღეს ვაგზალზე და იქ აქაურ ქორვაჭრებზე ვარესი ქორვაჭრები ყოფილან
ჯერ რომ დამინახეს დამეტაკა ერთი 10 კაცი, მერე ეგონათ რომ განვადება მე უნდა გამეკეთებინა და ეგრევე შემომთავაზეს "კარგი პირობები" 25-30% ნაკლები რაც დაჯდებოდა ნივთი, მერე რომ ავუხსენი რომ მე ვიხდიდი ქეშად და მაგათ უნდა გაეკეთებინათ განვადება და მივცემდი 15-20% ნაკლებ თანხას არა მასე არა არ გვაწყობსო და კიდობანთან გამიშვეს, იქაც იგივე კატეგორიის ქორვაჭრები გაიჩითნენ,
რეალურად ჩითავს ხალხი რომლებსაც ქეში უნდა და განვადებას აკეთებს მარა ეს ქორვაჭრები ხიშნიკებივით არიან ჩასაფრებული რომ იყიდონ გაყიდონ და იქორვაჭრონ და ჩვეულებრივ მყიდველს რომელსაც თავისთვის უნდა ნივთი მცირედი შანსი აქვთ რომ მაგათ დაასწრონ,
პატრული კი იდგა რომელიც თითქოს მაგათ აკონტროლებდა მარა რამდენი გაყრიდა მაგათ 10-15 წუთში ისევ შექუჩდებოდნენ