როგორც ვატყობ ეს საკითხი დაინტერესებას იწვევს ფორუმზეც კი, გადავწყვიტე ამის შესახებ თემა გამეხსნა, ჩემეული ხედვა დამეფიქსირებინა ,
მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების გამო ეს შეიძლება ეხებოდეს 16 წლის ასაკისასაც, 26 თუ 30.გოგონების უმეტესობა ფიქრობს რა გადაწყვეტილება მიიღოს, დაეთანხმოს მშობლების აზრზს, იმ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სექსს თხოვს, გაითვალისწინოს საზოგადოების ზოგადი აზრი და საერთოდ ფიქრობს რა გააკეთოს.
თბილისში ერთი პერიოდი იყო ბუმი ისტორიებისა, რომელიც ბოლომდე არასოდეს არ იყო გახსნილი, მაგრამ იყო ასეთი ისტორია – 2 წელია, 1 წელია, 6 თვეა, წელიწადნახევარია ……. შეყვარებულები ვართ, ყველაფერი კარგად იყო, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი,ბოლო შეხვედრის მერე გავიგე რომ ცოლი მოუყვანია,ხო საოცარი ისტორიაა?! თვეობით ხვდებოდე ადამიანს და მეორე დღეს უცებ სხვა შენთვის უცნობი გოგო მოყავს ცოლად, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ გქონდა.რა ხდებოდა?! რეალურად იყვნენ შეყვარებული, ქონდათ სექსი, ისინი იყვნენ ხშირ შემთხვევაში ამ გოგონების პირველი მამაკაცები და მერე იმ მამაკაცებს მოყავდათ სხვები ცოლად. ახსნა იყო -შენ რომ მე მომეცი, სხვასაც მისცემ ,არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან, მერე რა რომ შენი პირველი მამაკაცი ვიყავი და ასე დაუსრულებლად.
ჩემი პირადი რჩევაა მშობლებს და ტრადიციულად მოაზროვნე ახლობლებს და საეჭვო მეგობრებსაც კი ნუ გაუზიარებთ თქვენს არჩევანს. რატომ?! ზოგი დამოკიდებულია მშობლეზე, მშობელზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, ეს შეიძლება მათთვის იმდენად დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს, რომ გულის შეტევა მიიღონ. ისინი ასე არიან გაზრდილები, მათ ნახევარი საუკუნე ცხოვრებისა ისე გაიარეს, რომ ეს ეგონათ ჭეშმარიტება და როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი აზრით მცდარია ის ჭეშმარიტება რისაც მთელი ცხოვრება ჯეროდა და მისი თვალსაზირისით ასევე მის გოგონას ტვინი არევია და ცუდ გზას დადგომია შეიძლება მათზე ცუდი რეაქცია ქონდეს. დანარჩენებს რატომაც არ უნდა გაუზიაროთ არის ის, რომ ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა და არავისი საქმე არ არის აბსოლიტურად თქვენ ვისთან და როგორ გაქვთ სექსი. ასევე ქართველ ხალხს აქვს ცუდი თვისება პირს უკან ლაპარაკის და ზოგადად ცუდის ლაპარაკის, რაც ძალიან ბევრჯერ ნერვებს მოგიშლით. ასევე გარწმუნებთ თუ გაუზიარებთ თქვენს პოზიციას სხვებს საზოგადოებიდან გაგრიყავენ, ყველა ის ადამიანი გაგრიყავთ ვისთვისაც სექსი გარყვნილებასთან, ამორალურობასთან და ა.შ. ასოცირდება. სამაგიეროდ გეყოლებიან და გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად ისეთი ადამიანები ვისთვისაც სექსი ხიხიას არ წარმოადგენს და თქვენს მსგავსად აზროვნებენ.
არაფრის პროპაგანდას არ ვეწევი, პატივს ვცემ ყველას არჩევანს, უბრალოდ რაც დრო გადის ვხედავ რომ აპკს ინარჩუნებენ მაგრამ სხვა ყველაფრის გამკეთებლები არიან, ხომ არსებობენ ასეთებიც?? ხო და რა აზრი აქვს ესეთ ქალიშვილობას?? მაგრამ ხალხი რას იტყვის?
როცა სექსზე იღებ გადაწყვეტილებას საქართველოში, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უნდა აიტანო ბევრი შენი მიმართულებით ნასროლი ტალახი, შეეგუო როგორ გაგრიყავს შენი საყვარელი ბევრი ადამიანი, ასევე არ გაგიმართლოს ბევრ ქართველ მამაკაცში, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ტრადიცულად აზროვნებს, თუმცა სექსით დაკავების მიზნით მოიტყუებიან, რომ ესეთები არ არიან, თქვენთან გაერთობიან, არ მოგეპყრობიან პატივისცემით და არასოდეს მოინდომებენ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას. ეს ის მინიმუმია რაც ქართულ საზოგადოებაში ელის გოგოს....
შეგიძლიათ არჩიოთ შიშით, სხვისი აზრის ზეგავლენით თავშეკავება, მაგრამ მე თავისუფლებას ვირჩევ კი არადა ავირჩიე უკვე. მე არაფერი დამიკარგავს (ქალიშვილობის გარდა

) დ აარაფერს ვნანობ. მეხსიერებაში მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩა და მათი გახსნებაც კი ხშირად სასიამოვნო ჟრუანტელს მგვირს. მერე რაა რომ ბევრი ტალახის მსროლელის მოგერიება დამჭირდა, მერე რაა რომ ბევრი მეგობარი დავკარგე მე შევიძინე თავისუფლება, ჩემი არჩევანი გავათავისუფლე სხვების აზრების ზეწოლისგან და მე გავხვდი მე.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი ამ საკითხზე უკვე და მინდა მოკლედ დავასრულო.
და ვიცი ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოყვება ამ ყველაფერს.არ მაინტერესებს. ვხვდები, რომ ეს თემა აქტუალურია ხოდა ჩემეული ხედვით აღვწერ ორივე მხარეს
This post has been edited by 2dikuna2 on 28 Aug 2015, 19:37