#45646448 · 11 Sep 2015, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ იცით ვაჟაზე usa2georgia-ს ოფისი.. მის მოპირდაპირედ პარკში ვიყავი და რაღაცას ველოდი,იქვე მოთამაშე ბავშვებს ვუცქერდი... მოშორებით მჯდომმა ქალმა დამიძახა და ცოტა იქით მყოფ სხეულზე მიმანიშნა,იქ ვინმე ხომ არ წევსო... თითქოს ქურთუკი ეგდო ძირს.. მაინც შევამოწმე და დამხვდა ძირს გაშხლართული მამაკაცი,ერთჯერადი შეფასებით-გახეული მთვრალი ბომჟი ვკითხე დახმარება თუ ჭირდებოდა,წამომაყენეო... მოვკიდე ხელი და ავაყენე...მაგრამ დედმიწა მაინც ძლიერ იზიდავდა და კიდე დაწვა მერე სასწრაფო მინდაო..მე მობილური თან არ მქონდა..იმ ქალსაც არ უნდოდა 112-ზე მობილურით დარეკვა,ფასიანი იქნება ეგო... ჯანდაბას,50 მეტრში სასწრაფოს ცენტრია და ვინმეს ამოსაყვანად იქით წავედი შევედი და ვითხოვე ექიმი,ცოტა იქით კაცი ცუდადაა და თუ შეიძლება წამოდით-თქო.. შედეგი-0 არც უკითხავთ რა ჭირს,ვინაა.თუ გამოძახება არაა ვერ წამოვალთო ანუ მათ წინ ფეხები რომ გაფშიკოს ვინმემ,სანამ არ გამოიძახებენ მანამ არ დაეხმარებიან...ნორმალურია ეს?
მშვენიერი სისტემაა,ევროპული დონის
ამბავი იმით დამთავრდა რომ გამოვიძახე,სულ სხვა ადგილიდან მოვიდა ეკიპაჟი (10 წთ-ში) იმ გამოთაყვანებულმა ბომჟმა კი საქმეების გარჩევა დაუწყო,ზევიდან ნუ მიყურებთ ქურდების ძმა ვარო...მეტსახელად "დუბლიონკა" მერე წამალზეც უარი თქვა,ვეღარ დავლევო... საბოლოოდ ყველამ მივაგდეთ და წამოვედი
--------------------
ნულოვანი ტოლერანტობა , ყველა ციხეში
გლობალისტი კი არა ცრუპენტელა დემაგოგი ხართ თქვენ -©megre
ზოგს ისე აინტერესებს ვისი ვისაშია,თითქოს ყველასი მისაშია @ ვინმე ფორუმელი
|