კრიდი Creedეს არის 29 წლის მოკრივის,
ადონის ჯონსონ-კრიდის ისტორია. ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის,
აპოლო კრიდის შვილია, თუმცა მამას არასდროს იცნობდა, რადგან მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დაიბადა. ადონისს მემკვიდრეობით სახელოვანი მამის გვარის გარდა, მისი ნიჭიც ერგო, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს საუკეთესო მწვრთნელი სჭირდება. ვინ შეიძლება გაწვრთნას ახალგაზდა პერსპექტიული მებრძოლი, ყოფილი ჩემპიონის შვილი, თუ არა ადამიანმა, რომელმაც ეს ჩემპიონის ტიტული მამამისს ერთ დროს ღირსეულ ორთაბრძოლაში ჩამოართვა, შემდეგ კი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. უფრო მეტიც, უფროსმა კრიდმა სწორედ მის ხელებში დალია სული რინგზე. რა თქმა უნდა ეს არის
როკი ბალბოა. ასაკში შესული, დაქვრივებული, ფილადელფიის ღარიბ უბანში მცხოვრები ექს-ჩემპიონი, რომელიც ისე წავიდა სპორტიდან, რომ ეს ტიტული არავისთვის დაუთმია და რომელიც ჯორჯ ფორმანისა არ იყოს, ბოლოს რინგზე 10 წლის წინ, თითქმის 60 წლის ასაკში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ გავიდა და 10 რაუნდს გაუძლო. ახლა ის პატარა რესტორნის მეპატრონეა, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის,
"ედრიანის" სახელს ატარებს. მათი ვაჟი უკვე ზრდასრული კაცია და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ბალბოას უახლოესი მეგობარი და ცოლისძმა
პოლი კი ორიოდე წლის წინ დაიღუპა. როკი სრულიად მარტო დარჩა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 70 წელს მიტანებული ექს-ჩემპიონი სპორტდარბაზს შეიძლებოდა დაბრუნებოდა, სასწაული იყო, და ეს სასწაული ჰორიზონტზე მისი დიდი ხნის მეგობრის, აპოლო კრიდის შვილის გამოჩენა გახდა.
რეჟისორი:
რაიან კუგლერი ("ფრუტვეილის სადგური"; სანდენსის, ტორონტოსა და კანის ფესტივალის ლაურეატი)
სცენარის ავტორები: რაიან კუგლერი, აარონ კოვინგტონი და სილვესტერ სტალონე
პროდიუსერები: ირვინ უინკლერი, რობერტ ჩარტოფი, დევიდ უინკლერი, უილიამ ჩარტოფი, კევინ კინგ ტემპლტონი და სილვესტერ სტალონე
როლებში:
მაიკლ ბ. ჯორდანი, ტესა ტომპსონი, ფილისია რაშადი, ვუდ ჰარისი, ტონი ბელიუ, გრემ მაკტევიში და
სილვესტერ სტალონე (როკი ბალბოას როლში)
http://creedthemovie.com/https://www.facebook.com/creedmovie