"უგულავას საქმეზე მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს"- კურს ვოლკერი
16:47 2015-10-06
ვოლკერის თქმით დედაქალაქის ყოფილი მერის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობასთან.
ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურს ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თბილისის ყოფილი მერის პატიმრობის შესახებ ისაუბრა. ვოლკერის თქმით გიგი უგულავას საქმეში სხვადასხვა მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს.
"რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლოს საქმეს, როცა მან წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის გაათავისუფლეს და 24 საათის განმავლობაში ისევ დამნაშავედ ცნეს, საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობასთან. ამ მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს", - აღნიშნა ვოლკერმა.
http://newpost.ge/?l=G&id=88518-%E1%83%95%...%83%95%E1%83%90