მოკლეთ ესეთი პრობლემა მაქვს:
გუშინ ჩამოვიყვანე პორტიდან ჰონდა ედიქსი და თავიდან როგორც უმეტესობას აკუმულიატორი ამასაც მკვდარი ქონდა... მაგრამ ღამე გამოვიყვანე თუ არა მაგნიტაფონში ჩავდე ტუ არა დისკი შეუბერა ჯიგრულად

მეორე დღესაც მანქანა პერემიჩკებით დავქოქე მართალია მაგრამ მაგნიტაფონი ისევ ჯიგრულად ჩაირთო და იმუშავა მთელი გზა თბილისამდე რა დროსაც მანქანა არ ჩამიქვრია საერთოდ და ნუ სახლში რომ მოვედი ჩავაქრე უკვე მანქანა და ერთ წუთში ისევ დავქოქე და პრობლემა აღარ ქონია აკუმულიატორს ეგრევე დაიქოქა და გაცოცხლა ანუ ზარიატკა აიღო მაგრამ მაგნიტაფონი აღარ ირთვება მარტო ოდნავ სინათლე ჩნდება...
დღეს კლემები ჩავხსენი და ერთი 5 წუთის მერე ისევ დავაყენე და დავქოქე რის შემდეგაც მაგნიტაფონი ისევ ჯიგრულად ამუშავდა იმ განსხვავებით რომ თითქოს რაღაც ჩაიტვირთა თავიდან... მაგრამ მერე რომ ისევ დავქოქე აღარ ჩაირთო ისევ....
საღამოსაც იგივე გავიმეორე მოვხსენი დავაყენე დავქოქე მაგრამ მეორე ჯერზე აღარ ჩაირთო სამწუხაროდ...
კეკელიძეზე მივიყვანე და მაგრები რომ არიან მაგნიტაფონიაო გაფუჭებული რაც დიდი სისულელეა და არალოგიკურია...
ჩემი აზრით ელექტროობის პრობლემააა და ვინმემ იქნება იცოდეთ რამე და გქონიათ მსგავსი შემთხვევა?? რჩევა დახმარება მოკლეთ ყველაფერი მჭირდება თქვენგან

: