#46055260 · 27 Oct 2015, 04:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს დაპირდა, რომ 50 თვეში საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, დავიბრუნებდით აფხაზეთსა და ოსეთს, შეიქმნებოდა ათეულათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ამუშავდებოდა ახალი საწარმოები ქვეყნის ყველაზე პატარა სოფელშიც კი, სრული სიმძლავრით ამოქმედდება ფოთის ინდუსტრიული ზონა, რაც ნიშნავს 35 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას. ამას გარდა, 50 თვეში თავისუფალი ინდუსტრიული ზონებები უნდა შექმნილიყო აფხაზეთსა და ოსეთშიც.
******************** მმართველი გუნდის რჩეული - გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატისათვის შუფერებელი გულწრფელობით აცხადებს, რომ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების სრულად აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია. მისი ხედვით, სახელმწიფომ უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა უმუშევართა დახმარებაზე.
„უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გასაღები ეკონომიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაშია. თუმცა, ყველაზე განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი არ არის უმუშევრობა სრულად აღმოფხვრილი. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ თანამედროვე წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილებამდე, როდესაც სახელმწიფო იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას უმუშევართა დახმარებაზე და, ამავე დროს, მათ გადამზადებაზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, სპეციალობებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე... სოციალური დახმარებების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. მალე დასრულდება ახალი მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შემუშავება. ახალი სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული იქნება მეტ სოციალურ სამართლიანობაზე - მეტი ყურადღება მიექცევა მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს“, - აღნიშნავს მარგველაშვილი, რომელიც სხვა რეალური საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, დაპირებებს პირველად იძლევა.
როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ჩათვალეს, რომ მათი შავი ლაქა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაცხოვრებაა და მთავარ დაპირებად სწორედ კოაბიტაციის დასრულება დაასახელეს.
არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ამომრჩევლის სრული ყურადღების გადატანა „ოცნების“ შეუსრულებელ სოციალურ დაპირებებზე. უსამართლობის განცდამ ისე გადაფარა სოციალური პრობლემები, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ძირითადად, სწორედ ამ კუთხით მოუწიათ ამომრჩეველთა გულების მოგება. შესაბამისად, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის ლოზუნგია - „დავამთავრებთ კოაბიტაციას არჩევნებისთანავე“, ნინო ბურჯანაძის - სამართლიანობის აღდგენა, დავით ბაქრაძის ლოზუნგია - ვაკონტროლოთ მთავრობა.
|