#46089588 · 30 Oct 2015, 22:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორალური მტვრით შემოსილი სულის წიაღი,აი რა სუფევს ჩემს დამპალ შინაარსში ეს ისაა რაც საზოგადოებამ ჩამომაყარა უხვდად.კაკტუსივით მწყრალი და უკარება ცხოვრება გაბღენძილა სათუთი ოცნებების წინ და გასაქანს არ აძლევს,ჩხვლეტს წამდაუწუმ ამცირებს,მინდვრის ყვავილებივით მიმოფანტულ იმედებს ბღუჯა-ბღუჯა გლეჯს და ქარს ატანს გამარჯვების ნიშნად,ხმამაღლა გაჰკივის ნატვრების უკან მდგარ სახელებს. იმონებს და კლავს.მეკი ახლადგადაფარებული ზეწარივით ცივ გულში ვიმარხავ ყველაფერ ამას და ჩემ შანსს ველოდები, შანსს როცა შევძლებ რომ გავისროლო ბოლო ტყვიაც!
|