http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=45866“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ხატით ხელში მივიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
როგორც ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროდან საარჩევნო შტაბამდე გზა ხატით ხელში საარჩევნო შტაბის წევრების თხოვნით გაიარა.
საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ.
მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია.