aneri
არა რუსულ მთავრობას

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14507
წევრი No.: 36901
რეგისტრ.: 20-June 07
|
#61635302 · 26 Oct 2024, 12:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული ოცნების პირობებში: 1. გარდაცვალებამ პირველად გადააჭარბა შობადობას, 2020 წლიდან. 2. საკონტროლო გასროლით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსებმა მოკლეს გიგა ოთხოზორია. დამნაშავე დაუსჯელია. 3. არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს. დამნაშავეები არა თუ დასჯილი, არამედ გამოვლენილიც არ არიან. 4. ჩვენს ტერიტორიაზე დააკავეს, ცხინვალში წაიყვანეს და მოკლეს გენადი ბესტაევი. დამნაშავეები გამოვლენილიც არ არიან. 5. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ლომისაზე, სალოცავად მისული თამაზ გინტური დაცხრილეს. მკვლელი რუსი ცნობილია. არა თუ პასუხი არ არის გაცემული, არამედ ვერც ერთ ქართული ოცნების პოლიტიკოსს ვერც კი ათქმევინეს, რომ გინტური მოკლა რუსმა. ისინი ამ ამბავზე საუბრისას მხოლოდ "ტრაგიკულ შემთხვევას" ახსენებენ. 6. ახალგორიდან გაიტაცეს და მოკლეს 19 წლის დავით ბაშარული. გვამი ხეზე ჩამოკიდეს. 7. საქართველოს ტერიტორიაზე საგულაოდ იარაღებით, ორგანიზებულად, კოლონით შემოუშვეს კადიროველების ამალა. 8. საქართველოს ტერიტორიაზე არა თუ შემოუშვეს რუსეთის დეპუტატი გავრილოვი, არამედ უმასპინძლეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვეს. 9. ამ ფაქტზე გამწარებულ ხალხს რეზინის კარტეჩებით და ჟაკნებით გაუხსნეს ცეცხლი. ზოგი დააბრმავეს, ზოგს კი სხვა სამუდამო დაზიანება მიაყენეს. მათ შორის ბევრია არასრულწლოვანი. 10. ძებნაზე აყავთ უკრაინაში მებრძოლი ჩვენი მოქალაქეები. ვინც ჯერ ძებნაზე არ არის აყვანილი, აეროპორტში აყოვნებენ და დაკითხვებს უწყობენ. სამაგიეროდ თავისუფლად უშვებენ და არაფერს ერჩიან ასევე უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს, მათ შორის ცნობილ ბლოგერებს და ტიკტოკერებს. 11. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია. თავისუფლებაზე მოსეირნე ბეჰემოტის და კონდიციონერზე შემომჯდარი დათვის კადრების უკან დგას ტრაგედია რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედიის მომასწავლებელი გეოლოგიური დასკვნები და შენიშვნები ხელისუფლებამ დააიგნორა. 12. იგივენაირად დაიგნორდა შოვის ტრაგედიის მომასწავლებელი სიგნალები. ხელისუფლებამ დასავლური ქვეყნების დახმარებაზე უარი თქვა, ხოლო თავად ღამით სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა შესაბამისი საშუალებების არარსებობის მიზეზით. დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. 13. ქართული ოცნების პერიოდში მცოცავმა ოკუპაციამ წაგვართვა დაახლოებით 50 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია (50 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მიწა). ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება. 14. ქართული ოცნების პირობებში იზრდება საქართველოს საგარეო ვალი და 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით 24 მილიარდ დოლარს (ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 80%) შეადგენს. 15. ქართულმა ოცნებამ, რომელიც თავს დებს რწმენასა და ეროვნულობაზე, ოქროს მოპოვებისთვის ააფეთქა საყდრისი. 16. ქართულ ოცნებას, რომელიც ამტკიცებს რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს, მთელი საქართველოდან ძალით ჩამოყავს პარტ აქტივი და მაინც ვერ აგროვებს ხალხის იმ რაოდენობას რაც მათ წინააღმდეგ ბუნებრივად გამოდის. მათ საუბრებზე ტაში არის წინასწარ, დინამიკებში ჩაწერილი. 17. ქართულ ოცნებას ყავს ბოტების ქარხნები. ისინი ჩვენს ფულს უხდიან ადამიანებს იმაში, რომ ყალბი პროფილებით გვაგინონ კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში, რათა გაქრეს აზრის გამოხატვის სურვილი და ასე შეიქმნას მკითხველისთვის ყალბი ფონი, თითქოს უმრავლესობა მათ ეთანხმება. 18. ქართული ოცნება სპორტსმენებს ამუშავებს ტიტუშკებად. ისინი ფულს იხდიან იმაში რომ სათითაოდ სახლებთან დახვდნენ ახალგაზრდებს და ცემონ. არც ერთი ტიტუშკა დაჭერილი არ არის. 19. ქართულმა ოცნებამ გათელა საკუთარი სიტყვა მაშინ, როცა 2023 წელს თქვა რომ ე.წ. რუსულ კანონს აღარ მიიღებდა. 2024 წელს ეს კანონი აქამდე არნახული მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მაინც მიიღეს. 20. ქართულმა ოცნებამ გატეხა საკუთარი სიტყვა მაშინ, როცა დათანხმდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს (ე.წ. მიშელის შეთანხმება). 21. ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა ჩვენი, ყველას ტყეები და მიწები აჩუქეს თავიანთ ცოლებს და ახლობლებს. 22. ქვეყანაში, რომლის გულშიც რუსი ჯარისკაცები დგანან, ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად აგვიკრძალა ჩაფხუტების, ჯავშანფილების და სხვა ბევრი, სხვისთვის უვნებელი თავდაცვის საშუალებების ქონა (დადგენილება 394) 23. ქართულმა ოცნებამ უაზროდ გაზრდილი აქციზით პრაქტიკულად აგვიკრძალა ხარისხიანი იაპონური, მარჯვენა საჭიანი მანქანების ფლობა. 24. ქართულმა ოცნებამ წაგვართვა ტაქსაობით თვითდასაქმების უფლება. 25. ქართულმა ოცნებამ ტაქსაობით გამომუშავებული თანხები გვახარჯინა ლიცენზიებში, რითიც უბრალოდ ერთჯერადად ფული იშოვეს, ჩვენს ხარჯზე. 26. ქართული ოცნება გვეუბნებოდა რომ ბენზინიდან ლარი მიდიოდა სააკაშვილის ჯიბეში და მოსვლის შემდეგ ბენზინი გაიაფდებოდა. კი არ გააიაფეს, პირიქით - აქციზი გაზარდეს და გააძვირეს. 27. ქართული ოცნება მფარველობს თაღლითურ ბიზნესებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რეკავენ და მოტყუებით არიცხვინებენ ფულს ასაკოვან ხალხს ვითომდა სხვადასხვა ნივთების საყიდლად ან მეტის შოვნისთვის. ისინი აქედან იღებენ შავ ფულს. 28. ქართულმა ოცნებამ მოკლა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. 29. ქართულმა ოცნებამ ძალით დაგვიწესა საპენსიო გადასახადი. მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს ნებაყოფლობითია და სხვადასხვა ფონდები არსებობს, ჩვენთან ჩვენს ფულს ისევ სახელმწიფო იღებს, ამ ფულით ჩვენი მომავალში უზრუნველყოფის დაპირების სანაცვლოდ. 30. ქართული ოცნების მთელს სისტემას ერთი, მარტო მოქმედი შეიარაღებული მძარცველის, ბადრი ესებუას დასაჭერად წელიწადზე მეტი დრო დაჭირდა. 31. ქართული ოცნების პირობებში სამსახურიდან ათავისუფლებენ გამოცდილ, ღირსეულ პოლიციელებს ფეისბუქ პოსტის გაზიარებისა თუ სხვა ელემენტარული აზრის გამოხატვისთვის. 32. ქართულმა ოცნებამ მოკლა თამუნა ანთელავა. ის მოკლა მაღალჩინოსანი პოლიციელის, სიმონ გაბრიაძის მიერ აღდგომის ღამეს, ქეიფისას გასროლილმა ტყვიამ. სიმონი დაიჭირეს, თუმცა ციხიდან ამბის ჩაცხრობისთანავე გამოუშვეს. 33. ქართული ოცნების ლიდერი არ მიდის რუსების მიერ უკრაინასა თუ საქართველოში დახოცილი ქართველების პანაშვიდებზე. სამაგიეროდ არ ავიწყდება ირანის პრეზიდენტის პანაშვიდი, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის - ჰამასის ლიდერთან ერთად დგას. ჰამასი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებადაც აღიარებს, რაზეც ოცნების ლიდერს პრეტენზია არ აქვს. 34. ქართულ ოცნებას ნარკომანობა და ადამიანის სხვა უარყოფითი თვისებები ახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა ის მათ განუდგება (გიორგი გახარიას მაგალითი). 35. ქართული ოცნება უსმენს, უყურებს და იწერს შენს პირად ცხოვრებას, რათა საჭიროების შემთხვევაში ამ ცხოვრების სახალხოდ გამოფენით დაგემუქროს და გაგაკეთებინოს ის, რაც უნდათ რომ გააკეთო. 36. ქართული ოცნების პოლიტიკამ გააუქმა საერთაშორისო სამხედრო სწავლებები, რითიც ჩვენი ჯარისკაცები ახალი ცოდნისა თუ გამოცდილებების გარეშე დატოვა. 37. ქართული ოცნების პირობებში ჯარისკაცები სამსახურებს მასიურად ტოვებენ. ასეულების პირადი შემადგენლობა განახევრებულია. სრულად დაკომპლექტებული ასეული პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბატალიონსა და უფრო დიდ შენაერთებზე ზედმეტია საუბარი. 38. ქართული ოცნების პირობებში სამაშველო ოპერაციები ხორციელდება შეუსაბამო ტექნიკით, რის გამოც ვკარგავთ MI-8 ვერტმფრენს გამოცდილი მაშველი პერსონალით. 39. ქართული ოცნების რესტავრირებული SU-25 ერთ-ერთ პირველივე სასწავლო გაფრენაზე თავისით ვარდება ციდან, იღუპება გამოცდილი პილოტი. 40. ქართული ოცნების პირობებში ჯარი არის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი და არ გააჩნია არანაირი დამრტყმელი დრონისა თუ დრონსაწინააღმდეგო საშუალება. 41. როცა ქართულ ოცნებას მიტინგების დასარბევად საპოლიციო და ტიტუშკების ძალა აღარ ყოფნის, ის რობოკოპების ფორმას აცმევს სასაზღვრო პოლიციას. ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს ჩვენს საზღვრებზე უნდა იცავდნენ, სიცოცხლეს ასახიჩრებინებენ ქვეყნის შუაგულში, დედაქალაქის ცენტრში. ხოდა, კიდე 41?!
დიდი პოსტია მაგრამ აუცილებლად წაიკითხონ ქოცებმა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა იქონიონ
--------------------
There exist 3 types of pro-russian Georgians. The first are mentally russified Georgians who can only be cured by eventual death. The second are idiots who know nothing about history. The third are supporters of mass corruption as they get benefits from it
|