გვერდი-გვერდ დასხამენ 2015 წლის "მსოფლიო თასის" გახსნამდე 500 დღე რომ დარჩა,
ირბ-მა განრიგი დახვეწა და ბილეთების გაყიდვის ვადებიც გამოაცხადაhttp://Qaflan.netai.net/20142012 04-12 შევერკინოთ "ოლ ბლექსს! >>
http://qaflan.netai.net/2012/MC/04_RWC2015.htm2013 07-05 10 ქალაქი, 13 არენა, სამი სვლაგეზი >>
http://qaflan.netai.net/2013/N5/07_RWC2015-SCH.htm 02-09 ეგებ თასიც გვათხოვონ >>
http://qaflan.netai.net/2013/N9/01_RWQ-CAN.htm2014 13-01 დროები და ბილეთები >>
http://qaflan.netai.net/2014/O1/12_RWC-RWQ.htmმსოფლიო თასის საათობრივი კალენდარი რაგბეთმა 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან უწყის, მაგრამ ჩვენს დროში სპორტის მარჩენალი ტელევიზია რომაა, ყველაფერი ამისი მოთხოვნით კეთდება. ჰოდა, რეპორტაჟებისთვის როგორც უმჯობესი იყო, ისე ჩასწორდა დროები:
ალაგ-ალაგ შეიცვალა მატჩების რიგი; მეოთხედ’ფინალები ლამის ყირაზე დადგა; ფინალი თავიდან გამოცხადებულზე ერთი საათით ადრე დაიწყება; არგენტინასთან რკენა ჩვენებურად საღამოს რვის ნაცვლად 19.45-ზე მოგვიწევს; სულ კი ეგრე გამოვიდა, რომ 48-მატჩიან განრიგში ერთბაშად 23 თამაში, ანუ თითქმის ნახევარი, დაიძრა.
პრომო-ოინილოგიკით, მეტი აღარაფერი უნდა შეიცვალოს, რადგან ინგლისის რაგბის თემისთვის ბილეთების მიყიდვა მაისის ბოლოს გაჩაღდება, ლიანგისთვის კი - 12 სექტემბრიდან.
გახსნამდე 500 დღე მახვშებმა ტექნიკური სასწაულით აღნიშნეს - რაგბის ბურთის ფორმის მქონე ლონდონის მერიას მსოფლიო თასის ოვალი’ვე დაასხივეს, და ეგეც ბრძანეს, რომ მეტოქე გუნდების ფანებს არეულად, გვერდი-გვერდ დასხამენ.
ეს განცხადება ოსტატურად გათვლილი პრომო-ოინი იყო: მავანთ სოც’მედიაში წინდაწინ განგებ დაპოსტეს, მსოფლიოზე მოშუღარი ფანები გაიმიჯნებიანო, მაგრამ დიდ-მოხელეებმა, ბრეთ გოსპერმა და დები ჯივენსმა უმალ "გააჟღერეს" ოფიციალური პოზიცია, მაგაზე არც გვიმსჯელია, რადგან ფანთა მეგობრობა რაგბის ოდინდელი წესიაო.
გერმანია დაბრუნდადა მაინც, კულუარულ სიახლეებს სათამაშო ჭარბობს: ხუთ რეგიონში გრძელდება შესარჩევები და მალეც დასრულდება.
თებერვალში საქართველომ და რუმინეთმა ერთბაშად დაიბევეს ინგლისის საგზურები, მარტში კი ჯერ ჩვენ მოვიპოვეთ პირველობა და "ოლ ბლექსის" პულში მოვხვდით, შემდეგ კი შტატებმა რეპეშაჟში გაამწესეს ურუგვაი.
აპრილში დასრულდა ევროპის მეორე ჯგუფის (1ბ) შეჯიბრი და 2015-16 წლების "ერთა თასზე" ბელგია გერმანიამ შეცვალა. გაგრძელდა "კასკადური პლეი-ოფიც. ჰოდა, ამ შაბათს, ჰამბურგში, ხუთზე რომ შეიბმებიან გერმანია და რუსეთი, მოგებული გახდება ევროპა#3
სპონსორი მიდისაზიაში გადამწყვეტი რკენა კვირას, ჩვენებურად შუადღესაა - იაპონია ჰონკონგს მასპინძლობს.
"ალუბლები" რამდენიმე თავით მაღლა დგანან მეზობლებზე. ამან ცნობილი ბანკი, "ეიჩ ეს ბი სი" დაარწმუნა, რომ "აზიის ხუთი ერიდან" ვერაფერი გამოდნება, და შვიდი წლის თავზე (2008-2014) წყვეტს სპონსორობას.
აზიაში სტრუქტურა შეიცვლება: გაისიდან ელიტაში სამი გუნდიღა დარჩება, ხუთი ერიდან გავარდნილ წყვილს კი ქვემოთ ელიან სინგაპური და ყაზახეთი, რომლებმაც არაბეთი და ტაივანი ძლიეს.
მესამე გუნდი ალბათ მაინც კორეა იქნება, ვინც 4-ჯერ დაალელოვა იაპონელმა გარემარბმა აკიჰიტო იამადამ, ქიქერი აიუმუ გორომარუ კი ალუბლების საუკეთესო მექულე (426) შეიქნა.
მსოფლიო ტურნეამერიკის პლეი’ოფში პირველი რკენა ფრედ დასრულდა და მეორეშიც ბოლო მეოთხედამდე ყაიმი იყო, მაგრამ მერე ურუგვაი დაიღალა.
აფრიკაში რაგბზე შეშლილი მადაგასკარი ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს 4-გუნდა ჯგუფს, ოღონდაც შეჯიბრი ორ რაუნდად კი აღარ, სრულ წრედ გაიმართება.
ზღვისრეთში გაუგონარი უსამართლობაა - ქუქეთს ებრძანა ფავორიტ ფიჯთან სტუმრობა, მარტში საქართველოში ჩამოტანილი მსოფლიო თასი კი დღეიდან იწყებს მსოფლიო ტურნეს, რომლის სვლაგეზიცაა:
ტოკიო - სიდნი, სუვა (ივნ) - ანტანანარივო (ივლ) - ნაირობი, იოჰანესბერგი, ქეიპთაუნი (აგვ) - ბუენოს აირესი, მონტევიდეო, ჰონკონგი, შანხაი (ოქტ) - ნიუ იორქი, დუბაი (ნოე) - მილანი, რომი (2015 იან) - ბონი, ფრანკფურტი (თებ) - ბუქარესტი (მარ) - პარიზი (მაი) - (ბოლოს) მთელი ბრიტანეთიც!
მსოფლიო თასი 2015ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
სრულად >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/დედანი >>
http://www.rugbyworldcup.com/mm/Document/T...chSchedules.pdfსაქართველოს სვლაგეზი [საქ დროით]
დღე თარიღი დრო მეტოქე @ ქალაქი სტადიონი
შაბ 19/09 15.00 ტონგა @ გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 25/09 19.45 არგენტინა @ გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 02/10 23.00 ახ.ზელანდია @ კარდიფ მილენიუმ
ოთხ 07/10 23.00 აფრიკა#1 @ ექსეთერ სენდი პარქ
პლეი’ოფიშაბ 17/10 19.00 1/4 ბ1 - ა2 @ ლონდონ თვიქნემ
შაბ 17/10 23.00 1/4 გ1 - დ2 @ კარდიფ მილენიუმ
კვი 18/10 16.00 1/4 დ1 - გ2 @ კარდიფ მილენიუმ
კვი 18/10 19.00 1/4 ა1 - ბ2 @ ლონდონ თვიქნემ
შაბ 24/10 19.00 1/2 გ1/დ2 - ბ1/ა2 @ ლონდონ თვიქნემ
კვი 25/10 20.00 1/2 ა1/ბ2 - დ1/გ2 @ ლონდონ თვიქნემ
პარ 30/10 24.00 3-4 ბრინჯაო @ ლონდონ ოლიმპიქ
შაბ 31/10 20.00 ფინ თასი @ ლონდონ თვიქნემ
შესარჩევები დაწვრილებით ვიკი’პედიაში >>
http://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_qualifyingევროპა = ერთა თასი 2013 + 20141ა @ 10 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $
საქართველო 41 +180 32/06 286:106 9-0*1 3
რუმინეთი 38 +136 22/07 242:106 8-1*1 4
რუსეთი 28 -30 28/25 219:249 6-4*0 4
ესპანეთი 15 -84 15/23 159:243 2-6*2 3
პორტუგალია 12 -77 10/21 145:222 2-7*1 2
ბელგია 6 -125 11/36 134:259 0-9*1 4
2014
05/04 გერ $76:12_ ჩეხ
05/04 პოლ _12:21_ მოლ
12/04 მოლ $28:08_ უკრ
26/04 ჩეხ $37:19_ მოლ
26/04 შვდ _20:45$ გერ
26/04 უკრ $29:28$ პოლ
1ბ @ 10რ ქ სხვ მ-წ $
გერმანია 39 +218 8-2 7
მოლდოვა 34 +39 7-3 6
უკრაინა 24 =0 5-5 4
პოლონეთი 22 +25 5-5 2
შვედეთი 14 -114 3-7 2
ჩეხეთი 11 -168 2-8 3
კასკადური პლეი’ოფილუქსემბურგი (2დ) 22:10 სლოვენია (2გ)
ლუქსემბურგი (2დ) 12:26 ისრაელი (2ბ)
ისრაელი (2ბ) 08:52 ჰოლანდია (2ა)
ჰოლანდია (2ა) 07:17 გერმანია (1ბ)
გერმანია (1ბ) 24/05 17.00 რუსეთი (1ა#3)
პლეი’ოფის გამარჯვებული ევროპა#3 ებმება რეპეშაჟში
აფრიკა = 2012-2014აფრიკის თასი [საქ დროით]
ერთ წრედ @ ანტანანარივო, სტად მაჰამასინა (მდგ)
28/06 კენია 14.00 ნამიბია
მადაგასკარი 16.00 ზიმბაბვე
2/07 ზიმბაბვე 14.00 ნამიბია
მადაგასკარი 16.00 კენია
6/07 კენია 14.00 ზიმბაბვე
მადაგასკარი 16.00 ნამიბია
ჩემპიონი აფრიკა#1 გადის მსოფლიოზე,
მეორე’ადგილოსანი აფრიკა#2 ებმება რეპეშაჟში
ამერიკა = 2012-2014ჩრდილოეთ - სამხრეთის პლეი’ოფი
>> ურუგვაი 27:27 შტატები
2ლ: პრადა ორმაეჩეა; გ 5ჯ: ვერკესი / სბ: მანიო -
3ლ: თილ მანოა ვაილზ; 3გ 2ჯ: ნიუა / სბ: ვოლეს
რეფ რეინალ (სფრ) 22/03 @ მონტევიდეო, ჩარუა
0:3(3) 3:3(5) 6:3(23) 6:6(28სბ) 9:6(31) 16:6(34) 19:6(37) 19:13(40) /
22:13(43) 22:20(48) 22:27(55) სბ(72შ) 27:27(74)
>> შტატები 32:13 ურუგვაი
4ლ: ფრაი პეთრი შ.სუნიულა ე.სუნიულა; 3გ 2ჯ: ვაილზ / სბ: ე.სუნიულა ვოლეს -
ლ: პრადა; გ 2ჯ: ვერკესი / სბ: ავალო
რეფ გარნერ (ინგ) 29/03 @ ქენესო, "ფიფს სერდ ბენქ" (6 ათასი)
სბ(17შ) სბ(21შ) 0:7(24) 3:7(36სბ) 3:10(38) 3:13(40+2) /
13:13(48) 20:13(63) 27:13(68) 32:13(69)
შტატები (ამერიკა#2) გავიდა მსოფლიოზე,
ურუგვაი (ამერიკა#3) რეპეშაჟში ჩაებმება
აზია = 2012-2014აზიის 5 ერი ერთ წრედ, მიმოსვლით [საქ დროით]
26/04 კორეა 059:03 შრი’ლანკა
ჰონკონგი 108:00 ფილიპინები
3/05 ფილიპინები 010:99 იაპონია
შრი’ლანკა 010:41 ჰონკონგი
10/05 იაპონია 132:10 შრი’ლანკა
ჰონკონგი 039:06 კორეა
17/05 კორეა 005:62 იაპონია
შრი’ლანკა 025:26 ფილიპინები
24/05 ფილიპინები 11.30 კორეა
25/05 იაპონია 12.00 ჰონკონგი
ქულა: იაპ 18 (+268, ჰნკ 18 (+172, კორ 6 (-34, ფლპ 6 (-196, შრი 1 (-210)
ჩემპიონი აზია#1 გადის მსოფლიოზე,
მეორე’ადგილოსანი აზია#2 ებმება რეპეშაჟში
ზღვისრეთი = 2013-2014ფინალი
28/06 ფიჯი - ქუქეთი @ ლაუტოკა
მოგებული ზღვისრეთი#1 გადის მსოფლიოზე,
წაგებული ვარდება
რეგიონთა’შორისი რეპეშაჟი = 20142-3/08 ევროპა#3 - აფრიკა#2, ამერიკა#3 - აზია#2
თითო მატჩი უკეთეს’ირბ’რეიტინგიანთა მოედნებზე
27-28/09 და 11-12/10 ფინალი შინ და გარეთ
მოგებული რეპეშაჟი#1 გადის მსოფლიოზე,
სხვები ვარდებიან
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 20 May 2014, 17:25