ნუ დაჰყოფთ ჩვენ ქვეყანას რელიგიის მიხედვით! დაყავით მტრებად და მოყვარეებად! ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს (ქართველიც და აზერბაიჯანელიც) რომლებსაც ჩვენი სამშობლო სხვაზე ნაკლებად არ უყვართ! მტერი ვინცაა გარკვეულია 200 წელი და მეტია!

უდეს კათოლიკური ეკლესია
უდეს კათოლიკური ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში.
ტაძარი კათოლიკე ქართველებმა ააშენეს 1904-1906 წლებში. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ
ეკლესია აგებულია ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. უდეს ღვთისმშობლის ტაძარს აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა. ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით. გუმბათის ჯვარზე ამოტვიფრულია წარწერა: „უდეს არის
კათოლიკენი 2120 სული მშენებელი ამა საყდრისა მაჰმადიანები 520 სული ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენ შრომასა.“ https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%...%83%98%E1%83%90 This post has been edited by martvileli on 27 Nov 2015, 00:10