მომავალი წლიდან ნავთობპროდუქტების ხარისხზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდება. საწვავის ხარისხის კონტროლს ამ დროისთვის არცერთი უწყება არ ახორციელებს და პროდუქციის შემოწმება თავად ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორები 8-დან 10 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან.
ინსპექტირება, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში დაიწყება
აიღებენ სინჯებს ბენზინგასამართ სადგურებზე და სავარაუდოდ ნავთობბაზებზეც, ტენდერით გამოვლენილ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება სინჯები და შედეგები გამოქვეყნდება. თუ იქნება დარღვევები, შესაბამისი ჯარიმებიც იქნება
მისივე თქმით, საწვავის ხარისხსა და მის შემადგენლობაზე ეროვნული სტანდარტი არსებობს, თუმცა, ეს ევროპული სტანდარტისგან შორს დგას. აღნიშნულიდან გამომდინარე ეროვნული სტანდარტი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რაც მთავრობის დადგენილებაში უკვე ჩადებულია. კერძოდ, 2016 წელს ბენზინი ევრო 5-ის სტანდარტის გახდება, 2017 წლიდან კი ყველა დანარჩენი კომპონენტი გადავა ევრო 5-ზე.
ამასთან, იგეგმება ეკომარკირების ამოქმედებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესოპერატორს, რომელიც დადგენილ ნორმებზე უკეთეს საწვავს შემოიტანს, „ეკო“ სტანდარტი მიენიჭება, ეს კი ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ინფორმირებულობას, თუ რა ტიპის საწვავს ყიდულობს.

საინტერესოა რა იქნება. ევრო 5 სტანდარტისთვის თუნდაც 16 ში რამდენად ვიქნებით მზად.
ჩანჩქერი
http://commersant.ge/?m=5&news_id=29760&cat_id=6
'dGhlcmUgaXMgbmV3IGJhc2U2NCB0ZXh0IGZvciBkZWNvZGluZzogZEc5NmFHVWdiVzVsSUhoaGEyVnlJRXh2VEhvPQ=='