ყველას მარტივი პასუხი რატომ აქვს საქმე ცუდად ქვეყნის ეკონომიკას . . .
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________
რევიშვილი ბიუჯეტზე: ასეთი ტემპებით ქვეყანა დიდ ხანს ვერ გაქაჩავს
“ ჩვენი ბიუჯეტი არ არის გათვლილი ზრდაზე. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის პირობებში, იქნება სოციალური ხარჯების უბრალოდ ზრდა, იმიტომ, რომ ელემენტარულად, მოსახლეობა იზრდება და სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღარიბი ფენები შემცირდეს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად უნდა ვზარდოთ სოციალური ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში თანხა არასწორად იქნება მიმართული და საინტერესო საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნაკლები შანსი გვექნება. უკვე ვხედავთ ამას ინფრასტრუქტურის ხარჯების მაგალითზე, ინფრასტრუქტურის ხარჯები შემცირდა, თითქმის განახევრდა. რა მდგომარეობა გვქონდა აქამდე, ვიცით, წარმოიდგინეთ, გაისად სავარაუდოდ უარესი მდგომარეობა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორთა დაინტერესება არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი საწარმოები ეფეტქურად ვერ იმუშავებენ, შესაბამისად, ასეთი ტემპებით ქვეყანა დიდ ხანს ვერ გაქაჩავს. ”
______________________________________________________________________________________________________________________________________________________
ჩემი პირადი აზრიც ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების საკითხზე ძალიან ახლოა ამასთან . . .
სოციალურ პრობლემებს ყურადღება უნდა მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენნაირი ქვეყნისთვის . . .
ესეც წყარო . . .
მიუხედავად იმისა, რომ ტაბულა გულზე არ მეხატება დიდად . . .
http://www.tabula.ge/ge/verbatim/102392-re...s-ver-gaqachavs This post has been edited by 777giorgi777 on 1 Dec 2015, 00:44
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა !
__________
დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით.
__________
ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?