მოკლედ ელ ფოსტაზე მომივიდა შემდეგი შინაარსის წერილი:
მოგესალმები მეგობარო !
არ გიცნობ, მაგრამ ვიცი რომ არ მოგწონს ის, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. თუ გაწუხებს
ქვეყნის ბედი გაეცანი ამ მასალას და გამოგზავნე შენი მოსაზრება და შენიშვნები.
შესთავაზე იგივეს გაკეთება შენს ახლობლებს, მეგობრებს, ყველას, ვისაც მოეკითხება ჭკუა
და სურს „ეროვნული განვითარების კონცეფციის“ მომზადების საქმეში ჩართვა.
ერთად შევქმნათ მომავალი რეალობის სურათი. გავაცნობიეროთ რა გვსურს და რას ველით
ხვალინდელი დღისგან. „ეროვნული განვითარების კონცეფცია“ მთელი ერის შესაქმნელია.
არ დაინანო ამისთვის დრო, გამოეხმაურე ამ შეთავაზებას და, შესაძლოა, შენმა შვილებმაც
იცხოვრონ საქართველოში და შესძლონ თავისი წინაპრების, ანუ შენი სადღეგრძელოს შესმა.
საკონტაქტო რეკვიზიტი: momavali XXI@gmail.com
კონცეფციის მუშა ვერსიის
ავტორი გ.ლეიაშვილი
P.S. თუ ეს თემა არ გაინტერესებს, მიიღე ჩემი გულწრფელი ბოდიში შეწუხებისთვის, -
ეტყობა, მისამართი შემეშალა. მადლობას გეტყვი, თუ მაცნობებ ამის შესახებ.არის ასევე ბევრი ფაილები მიმაგრებული,რომლებიც არ გამიხსნია,შეიძლება რამე ბაღFლინჯო ვირუსები იჯდნენ არადა სათაურები ნამეტანი საინტერესოა
თქვენც ხომ არ მიგიღიათ ასეთი წერილი?
ხო საკონტაკტო მეიLში კი უწერია ჯიმაილის მისამართი მარაააააა
* * *
ეს თემა არ ჩანს თუ მაინცდამაინც სათაურში ქოცი და ნაცჯ უნდა ფიგურირებდეს ))))