მოგესალმებით ყველას, გადავწყვიტე ცოტაოდენ "განათლება შემომეტანა" საქართველოში აფილიატე საიტების მხრივ, ამ სტატიაში ყველაფერს დაწვრილებით ვერ ავხსნი მაგრამ ვინც დამწყებ დონეზეა ყველაფერს გაიგებს.
განმარტებები:ბექლინკი - ბექლინკს მოვიხსენიებთ როგორც ქვე ლინკს, ეს შეიძლება იყოს როგორც Do-follow ასევე No-follow
რა არის Do-follow: ეს არის ლინკი რომელსაც ანთავსებთ პოპულარ საიტზე რომელზეც შეიძლება დაკლიკება და თქვენს პოსტზე/საიტზე გადმოსვლა.
რა არის No-follow: ეს არის ლინკი რომელიც ასახულია დაკლიკების გარეშე ანუ ლინკი რომელსაც ვერ აკლიკებთ მაგრამ ჩანს და დაკოპირების შემდეგ შეგიძლიათ საიტზე გადასვლა.
აფილიატე - ეს არის საიტი ტიპი რომელზეც შეიძლება სხვა და სხვა პროდუქტების გაყიდვებისას მიიღო იმ პროდუქტის სრული ფასის გარკვეული პროცენტი, ამაზონს აქვს 6%.
რათ გვინდა ბექლინკები - ბექლინკების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ საიტს პოზიცია შევუცვალოთ საძიებო სისტემებში ანუ ზევით ავწიოთ, ბევრი ხარისხიანი ბექლინკის მეშვეობით შეიძლება პირველ გვერდზე გადასვლა გუგლში გარკვეულ კეივორდზე.
რა არის კეივორდი - კეივორდი მოიხსენიება როგორც საძიებო სიტყვა, უცხოელი მომხმარებლები იყენებენ გუგლს რათა იპოვონ სასურველი პროდუქტი გარკვეულ საიტზე შესაბამის მიმოხილვით, კეივორდი კი შეიძლება იყოს მაგ: Best Cheap coffee machines - ამის ძებნისას გუგლი ამოყრის გარკვეულ საიტებს, ხოლო რომელიც პირველ გვერდს დაიკავებს და ხარისხიანი კონტენტი ექნება ის მიიღებს გარკვეული რაოდენობის გაყიდვებს.
სულ ეს იყო განმარტებები, თუ ვინმემ რამე ვერ გაიგეთ დასვით კითხვა და შევეცდებ უმოკლეს დროში გიპასუხოთ.
ჩემი გეგმა:
1. მოვიძიე დომენი საიტზე: expireddomains.net საკმაოდ ბევრი დომენებია ამ საიტზე რომლებიც თავიანთ პატრონებმა მიატოვეს, ამის მიხედვით შეიძლება უკვე პოპულარული დომენის რეგისტრაცია, გაითვალისწინეთ ეხლა უკვე PR(google pagerank) აღარაფერს ნიშნავს, ეხლა უკვე საიტების ხარისხი მოწმდება DA(Domain Authority ეს შეიძლება იყოს 0 დან 100 ამდე თვით გუგლს არ აქვს 100 ამიტომ ასეთი დომენის შოვნა 6 ნიშნა ციფრიც შეიძლება დაჯდეს.) - PA(Page Authority ესეც იგივენაირად 0 დან 100 ამდე მერყეობს, რაც უფრო მეტი გაქვთ მით უფრო კარგია.)
2. ვიპოვე ჩემი საკვანძო სიტყვა და მაგ საკვანძო სიტყვებზე შევუკვეთე რამოდენიმე დღის წინ 1000 სიტყვიანი 4 ცალი სტატია, ჩემი საძიებო სიტყვებია: gaming mouse, best cheap gaming mouse, cheap gaming mouse, gaming mice
3. მოვიძიე დომენი და დავარეგისტრირე, gamingmouse.us (აქამდე არასდროს დამირეგისტრირებია .us - ამერიკული დომენი და პატარა ექსპერიმენტს ვატარებ)
4. თითო სტატიაში 1000 სიტყვიანში გადავიხადე 25$, დომენში 19.99 და Moneyrobot.com-ში 497$, ჩემი მიზანია დღიურად 100$-ის შოვნა ამ საიტით დღეში, რეგულარულად უნდა შევუკვეთო სტატიები და დავამატო, სავარაუდოდ 6 თვის მანძილზე მივახწევ ამ შედეგებს თუ ყველაფერი გამომივა.
5. გამოვაქვეყნე სტატიები და ყველას გავუკეთე სეო ოპტიმიზაცია Yoast Seo - პლუგინში, სქრინი:

6. ახლა კი ვაპირებ ყოველ 2-3 დღეში ერთხელ თითო 1000-2500 სიტყვიან მიმოხილვის დამატებას სხვა და სხვა მაუსებზე, ამ 2-3 დღეში ბექლინკებს გავუკეთებ მთავარ გვერდს და სათითოად ყველა სტატიას, ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში საიტზე იყოს ყველაფერი უნიკალური და ყველა სტაიტას ქონდეს თანაბარი ან მიახლოებითი ბექლინკების რაოდენობა მთავარ გვერდთან შეფარდებით.
7. გავუშვი Medium Competition web 2.0 and social bookmarks კამპაიგნი მრ-ში, ხელითაც შეიძლება ამ ყველაფრის კეთება მაგრამ დიდ დროს მოითხოვს, მრ-ს შეუძლია იგივე გააკეთოს რაც 50 ადამიანს ხელით.
ხო და კიდევ პატარა რეკლამას გავუკეთებ ინი-ს ძალიან ბევრი დახმარება მივიღე მათგან ასე რომ ვთქვათ,
http://ini.ge/ მათ გერმანულ სერვერზე მაქვს საიტი დაჰოსტილი, ხოლო დომენი ავიღე ნამეჩეაპ-ზე.
სრული ინვესტიცია: 120$ + მრ მანამდე მქონდა ნაყიდი 497$.
მოსალოდნელი მაქსიმალური ტრაფიკი დღეში გუგლის პირველ გვერდზე: 2000 უნიკალური მომხმარებელი - საშვალოდ 10 დან 30% ამდე მიდის გაყიდვები ამ ტრაფიკიდან აქედან გამომდინარე 2000 უნიკალური მომხმარებელი რომ მყავდეს 200-600 გაყიდვა მექნება დღეში, საშვალოდ პროდუქტების ფასებია 30-70$ მინიმალური ფულის შოვნა რაც შეიძლება პირველ ადგილზე დღეში ესაა: 1.80x200=360$ დღეში ხოლო მაქსიმალური 4.20x600=2520$ დღეში მაგრამ ეს უბრალოდ ოცნებაა, ხოლო ჩემი მიზანია უბრალოდ 100-200$ დღეში.
რამოდენიმე დღეში ერთხელ დავწერ განახლებებს სერპ-ში და ტრაფიკის შესახებ ასევე გაყიდვების შესახებ სქრინებს, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ აუცილებლად დამისთვით და ყველანაირად შევეცდები ამომწურავი პასუხები გაგცეთ.
რაც შეეხება კეივორდს და დომენს გამოვაჩინე რათა მიხვდეთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ საიტი და როგორი სახის უნდა იყოს ყველაფერი, თქვენ უნდა აირჩიოთ საკუთარი კეივორდი, ამ კეივორდზე მაინც ძალიან დიდი კონკურენციაა და შანსები არანაირ არ გაქვთ თუ დიდი ცოდნა არ გაგაჩნიათ ამ სფეროში, ამიტომ შეეცადეთ დაიწყოთ პატარა კეივორდებით და 3 ან 4 სიტყვიან კეივორდებით.