#46592213 · 28 Dec 2015, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ფრიკადელების წვნიანს ვაკეთებ შემდეგი რეცეპტით და რაღაც არ გამომდის.. იქნებ რომელიმე გურმანმა, ან კულინარმა შემისწოროთ
მაშ ასე:
600 გრამი საქონლის (უძვლო) ხორცს, თითო თავს წითელი და თეთრი ხახვს ვატარებ ხორცსაკებ მანქანაში, ვამატებ მარილს, კვლიავს, წითელ და შავ წიწაკას და ვაკეთებ პატარა ბურთულებს.
წვნიანი: 2-3 ც. კარტოფილს, 2 ც. სტაფილოს ვყრი წყალში და ვადუღებ დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ ვამატებ, მარილს, დაფნის ფოთოლს, ქინძს, ნიახურს და ვხარშავ დაახლებით 10 წუთი. შემდეგ წყლიდან ვიღებ ყველაფერს და ვამატებ ერთი სუფრის კოვზ ტომატს (ან 2 ც. ცოცხალ პომიდორს) და ხორცის ბურთულებს. ვხარშავ დაახლოებით 6-7 წუთი. წვნიანის ჯამში გადაღების დროს, ძალიან უხდება წვრილად დაჭრილი ცოცხალი კამა და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
მაინტერესებს ინგრედიენტებში თუ მირჩევთ რამის დამატებას, ან ხარშვის პროცედურას რამდენად სწორად ვაკეთებ..
P.S. მოდერ ცოტა ხანი არ დახურო რა..
This post has been edited by Jonatahn_smith on 28 Dec 2015, 11:41
--------------------
"Hey you bastards! i'm still here!"
|