ქართული ჯაზიის პიონერათ
ჯანო ბაგრატიონი ( უფროსი) ითვეება, რომელმაც 30-იან წლებში ჩამოაყალიბა ჯაზ-ორკესტრი.. რომელიც წინ უსწრებდა პოლიტექნიკური ინსტიტუის ჯაზ-ორკესტრს
იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით... "გეპეის" ორკესტრი ხალხში დიდი სიყვარულითა და სიმპატიით სარგებლობდა..
ომის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა
გურამ ბზვანელის ვოკალური კვარტეტი, რომელიც ქართულ სასტრადო სიმღერებთან ერთად მშვენივრად ასრულებდა ჯაზურ მელოდიებს გლერ მილერის რეპერტუარიდან..

იმ პერიოდში ესტრადაზე გამოჩნდა
გიული ჩოხელი, რომელმაც ევროპაში გამორჩეულ ჩეხოსლოვაკიის ჯაზ-ორკესტრთან ( დირიჟორი
გუსტავ - ბრომი ) ერთად ჩაწერა რამოდენიმე ფირფიტა და სოპოტის ფესტივალზე პირველი ქართველი გამარჯვებუყლი გახდა.

გიულის მიერ შესრულებული სიმღერები სემ კოსლოუს "მისტერ პაგანინი" და გერშვინის " მომხიბვლელი რიტმები" ევროპელი შემსრულებლების ოფროს ფონდში შევიდნენ..
1968 წელს გიული ჩოხელი წარმატებით მონაწილეობდა ჯაზის ლეგენდასთან
დიუკ ელინგტონთან ერთად..
60-იან წლიბში ჯაზს უკვე კინო თატრების ფოიეებში და პატარა კლუბებშიც უკრავდნენ,
კინოთეატრ "ამირანში" ფილიმის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჯაზური მუსიკის კონცერტი იმართებოდა, სადაც როილათან იჯდა მაშინ უცნობი და დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი
გია ყანჩელი იმავე წლებში შეიქმნდა შეიქმნდა საქართველოს სახელმწიფო სასსტრადო ორკესტრი
"რერო" რომელიც
გიორგი გაბისკირიამ დაარსა, შემდეგ წარმატებით ჩაუდგა სათავშე
კონსტანტინე პევზნერი ... გაბისკირია კი,ფუნიკულიორის პარკის რესტორანში მართავდა ჯაზის საღამოებს..
მოგვიანებით შეიქმნდა პირველი ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი ( სსსრ-ში) "ორერა" რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით..
პირველი ამერიკელი ჯაზმენი რომელიც თბილისსში ჩამოვიდა "კლარნეტის მეფე"
ბენი გუდმანი იყო..

მისი კონცერტი 1962-წლს ახლად აშენებულ სპორიტის სასახლეში გაიმართა..
იმავე წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა
თამაზ ყურაშვილის ჯაზ-კვარტეტი..
1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ ფესტივალი თბილისში ჩატარდა...
მისი სულის ჩამდგმელი გახლდად მუსიკათცმოდნე
ევგენი მაჭავარიანი.. 
1979 წელს თბილისში გვეწვია ჯაზის ცოცხხალი ლეგენდა
ბიბი კინგი.. ( რომლის ვიდეოსაც მალე დავდებ) ფოტოზე ხედავთ ხედავთ, ბიბი კინგს და ევგენი მაჭავარიანს.. ფოტო გადაღებუილია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.. 
სასიხარულოა რომ დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ( და მოღვაწეიბს ) თბილისს ბიგ ბენდი, რომელესაც
გივი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს..
თბილისის ბიგ-ბენდი ოფიციალურად 11 წლის წინ შექმნდა
მიმაგრებული სურათი