მართალია, სხვისი გახსნილი თემაა, მაგრამ რადგან ლექსების წერაზე აქვე საუბრობდნენ ახალ თემას მე აღარ გავხსნი და აქვე გავაგრძელებ. არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ..თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მკაცრად არ შემაფასებთ

წინასწარ გმადლობთ ყველას ვინც დროს დამითმობთ
*****************************************
სამყაროს ორმაგი სახეთა ცვლილება,
როგორ მღლის ღმერთო და სადამდე გავუძლებ,
სიმრთელეს გულისას ვეღარ ვინარჩუნებ
და ვეღარც ვპოულობ დაკარგულ ნაკუწებს..
არ ვიცი როგორ და არ ვიცი რამდენად,
გძულდა თუ გიყვარდა შენ მოდგმა ადამის..
მე გადავიღალე ღმერთო და ამდენად
ვეცდები გავუძლო...და მაინც სადამდის...
ვსდიო ხალხის გულში ხელუხლებ სამოთხეს,
სადამდე მჯეროდეს სიკეთის თვალებში,
რად მინდა გული თუ ამ გულით მარტო ვარ?!
და თუ ჩემი გულის მე თვითონ არ მესმის..
მე ზღაპრებს ვეძებ და რეალობას ვხედავ,
სად არის მანანი და მიწა აღთქმული?!
ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე..
და ოცნების კოშკებს მოაკლდათ სართული...
მითხარი რატომ და მითხარი რა მიზნით,
სიწმინდეს ყოველთვის ტალახით გისვრიან..
რისიც გჯერა სწორედ იმას გართმევენ და
მერე უკითხავად ურნაში ისვრიან.
სხეულს მხოლოდ ხორცის გროვად აღიქვამენ...
სულის არსებობის საერთოდ არ სჯერათ..
ამბობ რომ შეცდომას არასდროს უშვებ და
მე კი გეტყვი ღმერთო, შენ შეცდი ამჯერად...
არ არის სიკეთე სანაგვის ყუთებზე,
არ არის სიწმინდე მეძავის მკლავებში..
არ აქვთ რწმენა ჯვარით შემკულ გულებზე და
მე უკვე ვხედავ და შენ მაინც არ გესმის...
სად ეძებ სიყვარულს? სადაც მხოლოდ სიძვა
გაიდგამს ფესვებს და მარწმუნებს თავიდან.
ცხოველთა შორის ვარ და ამ ქვეყანაზე,
სიწმინდის მოტანა საერთოდ არ ღირდა..
დამღალა სამყაროს სახეთა ცვლილებამ..
მე არც გაღიმება გამომდის უგულოდ..
რატომ გსურს აგრძელოს დღეებმა დინება
და ხალხსაც ცოდვები სიკეთით უბრუნო..
მასწავლე გზები და მაჩვენე განგება,
მე თვითონ იმედებს ყოველდღე მილეწენ,
შენ არ დაუშვა რომ მე გზები ამებნას,
მერე უიმედო იმედებს მივეცე...
მე ხალხში გულს ვეძებ სიყვარულით გამთბარს,
თვალებს ვეძებ მუდამ სიკეთით ანთებულს,
ფასი არ აქვს ღმერთო მათგან ნაგებ ტაძარს,
აზრი არ აქვს სანთელს იმათგან დანთებულს..
კალთით დამიფარე, მე ძალა აღარ მაქვს
და ბოლო იმედმაც უკვალოდ დამტოვა...
ახლა ჩემს გარშემო ხალხის ბრბოა მე კი...
ადამიანებშიც საოცრად მარტო ვარ.
ს.გიგაური
12.09.2015