ირანი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას უახლოეს თვეებში გეგმავს
17:57 17.02.2016 ირანი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას უახლოეს თვეებში გეგმავს
ირანმა საქართველოს გაზი შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით მიაწოდოს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო Shana ავრცელებს.
მისი განცხადებით, არსებობს ირანული გაზის საქართველოსთვის მიწოდების ორი გზა – აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით.
მისივე თქმით, ირანმა და საქართველომ შესაძლოა ელექტროენერგიის გაცვლა დაიწყონ.
კერძოდ, საქართველომ შესაძლოა ირანს მიაწოდოს ჭარბი ელექტროენერგია გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში სომხეთის გავლით და ის მიიღოს ზამთარში, როდესაც ქვეყანაში ენერგომოხმარება იზრდება.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ირანს ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების წარმომადგენლებმა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა განიხილეს.
ირანის გაზის ეროვნული საექსპორტო კომპანიის (NIGEC) ხელმძღვანელმა ალირეზ კამალიმ კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანი განიხილავს საქართველოში 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას უახლოესი შვიდი თვის განმავლობაში. მისივე ინფორმაციით, თეირანი და თბილისი განიხილავენ გაზის საკითხზე გრძელვადიანი კონტრაქტის ხელმოწერის საკითხს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=32922&cat_id=5აქტიურად განიხილება აზერბეიჯან ირანის გაზსადენის აღდგენის საკითხი როგორც ჩანს... და საქართველომდე თუ მოაღწია ამ გაზმა, მერე საქართველოს გავლით(შაჰდენიზის მილსადენით) ევროპაში ირანგაზის მიწოდებაც აღარ იქნება ფანტასტიკის სფერო!
ელენერგიის ბარტერსაც არა უშავს