koba6204მე ესე ვიცი და თუ ვცდები და სხვა ინფორმაცია გაქ მითხარი მეტს აღარ დავწერ

ოღონდ ის არ მითხრა რაც აკრძალული არ არი ის ნებადართულიაო
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. “ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების
წესი” შემუშავებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს
ორგანული კანონის, “საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს
კანონის, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და
განსაზღვრავს ქ. თბილისის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და
პარკირების სფეროს მართვის საკითხებში, ქ. თბილისის ტერიტორიაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის
განხორციელების წესს.
2. პარკირების წესი შემუშავებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკირების
ორგანიზებისა და ქალაქის გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
3. ეს წესი არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც
შესაბამისი ორგანოები გამოიყენებენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის. (17.07.2009 N 8-21)
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პარკირების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან
სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე
ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) გადახდის დამადასტურებელი საბუთი - ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა
მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრონული ჩანაწერი, ელექტრო ან სხვა სახის
მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან
საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას; (25.09.2009 N 11-25)
გ) გზა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან
ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი (გზა მოიცავს ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს,
აგრეთვე ტრამვაის გზას, ტროტუარებს, გვერდულებსა და გამყოფ ზოლებს, მათი
არსებობისას);
დ) პარკირება/დგომა (შემდგომში - პარკირება) - ქ. თბილისის ტერიტორიაზე
პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად
შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას;
ე) პარკირების ადგილი - პარკირების მიზნით გამოყოფილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან
მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
ვ) პარკირების ოპერატორი – ქ. თბილისის მთავრობა ან ქ. თბილისის მთავრობის
მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების
განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი; (25.09.2009 N 11-25)
ზ) პარკირების პირობები - პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული
დროით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების
ხერხი, პარკირების საფასური და შეღავათები საფასურის გადახდისას, ამ პირობების
კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
თ) საცნობი ნიშანი – ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული M2
ან/და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ამ წესის შესაბამისად
გაცემული ნიშანი; (29.04.2011 N5-24)
ი) ამოღებულია (25.09.2009 N 11-25)
კ) ამოღებულია (25.09.2009 N 11-25)
ლ) ტროტუარი - გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან
გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
მ) ქ. თბილისის ტერიტორია - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების
შესაბამისად ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. (29.04.2011 N5-24)
მუხლი 3. პარკირება
1.
ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების
ადგილებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ფასიანი პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ
ავტოსატრანპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) ამოღებულია (17.07.2009 N 8-21)
გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად;
დ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
ე) ქალაქის დაგვა-დასუფთავებისათვის;
ვ) ინკასაციისათვის.
21. მე–3 მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანპორტო
საშუალებებისათვის, ფასიანი პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ
დროით, რომელიც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად. (25.09.2009 N
11-25)
3. ქ. თბილისის მთავრობის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება
შემდგომი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესების;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
გ) სატრანსპორტო ნაკადის;
დ) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ე) გზის გამტარუნარიანობის;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ზ) დედაქალაქის მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი
სამარშრუტო სქემის;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
4. ქ. თბილისის მთავრობა კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის ტერიტორიაზე
განსაზღვრავს:
ა) ადგილებს, სადაც არ შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება;
ბ) პარკირების ადგილებს, მათ შორის სპეციალური პარკირების ადგილებს;
გ) პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომზე დაყენების
ხერხებს.
მუხლი 4. პარკირების სფეროს მართვა
1. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობა პარკირების სფეროს მართვას
ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს
რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქ. თბილისის
მთავრობა.
მუხლი 5. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის, ამ
წესის შესაბამისად და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან
თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება
შესაბამისი ხელშეკრულების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება
მესაკუთრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირება დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების,
ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის
რადიუსის დაშორებით.
5. პარკირების მიზნებისათვის საგზაო ნიშნები ”დგომა აკრძალულია”, ”გაჩერება
აკრძალულია” და შესაბამისი საგზაო მონიშვნა მოიცავს ტროტუარზე პარკირების
აკრძალვასაც.
6. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება
აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს, როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე,
მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით,
აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება შეიძლება
საფასურის გადახდით ან მის გარეშე.
8. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია, აღჭურვილი უნდა იქნეს
შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით.
9. სპეციალურ პარკირების ადგილებზე, შესაძლებელია მხოლოდ იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების
ადგილი.
10. ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული ფასიანი პარკირების ადგილები,
შესაბამისი საგზაო ნიშნების, აგრეთვე საგზაო მონიშვნების გარდა, უზრუნველყოფილი
უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით. სხვა
საკითხებთან ერთად საინფორმაციო დაფაზე აღნიშნული უნდა იყოს, რომ პარკირების
წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია პარკირებული ავტოსატრანსპორტო
საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან თვლების ბლოკირება.
11. ტროტუარებზე პარკირების ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა
იქნეს ის გარემოება, რომ გაჩერებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა დაბრკოლება
არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ან ქვეითის მათ შორის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის მოძრაობას.
12. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია შესაძლებელია აღიჭურვოს
შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით.
13. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია
დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის ტერიტორიის ცალკეულ
ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში
ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას
პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
14. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების პირობების
ამსახველ საინფორმაციო დაფაზე დასატანი აუცილებელი ინფორმაცია.
მუხლი 6. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების
ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა
პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების, დედაქალაქში ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირებისათვის, გარდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანით დაკავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირებისათვის.
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა
აალებადი ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი
კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირებისათვის.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, ამ წესის
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა,
პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირებისისათვის განსაზღვრულ ადგილებზე.
3. ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული საცნობი
ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების
ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით,
აგრეთვე საგზაო მონიშვნებით. ასეთი პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ
წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირება. (29.04.2011 N5-24)
მუხლი 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის და მესაკუთრის უფლებები
და მოვალეობები პარკირებისას
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან მესაკუთრემ, ავტოსატრანსპორტო
საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების
ადგილზე და ისე რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და
მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას - პარკირებისათვის განკუთვნილ
ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა
ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება საღებავით მონიშნული
პარკირების ადგილის საზღვრებს;დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ
ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია არ
მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების
ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე; (29.04.2011 N5-24)
ბ) შესაბამისად მონიშნულ საველოსიპედო ბილიკზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. ფასიან პარკირების ადგილზე დაყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
მძღოლმა ან მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ერთ-ერთი იმ
საშუალებითა და ფორმით, რომელიც პარკირების ამ ადგილისათვის არის დადგენილი და
საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
4. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო
საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის
პარკირება. (29.04.2011 N5-24)
მუხლი 8. პარკირების საფასური
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს პარკირების საფასური ან/და
საფასურის ზღვრული ოდენობა.
2. პარკირების საფასური დგინდება დროის გარკვეული მონაკვეთისათვის (დღე,
კვირა, თვე, კვარტალი, წელი) ერთდორულად გადახდის მიხედვით. (25.09.2009 N 11-25)
3. პარკირების საფასურის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება ფასიან პარკირების
ადგილზე პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან მესაკუთრეს.
4. პარკირების ოპერატორს შეუძლია მოახდინოს პარკირების საფასურის
დიფერენცირება ამ წესებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით,
დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.
5. პარკირების საფასურის დროის გარკვეული მონაკვეთისათვის (დღე, კვირა, თვე,
კვარტალი, წელი) დაწესებისას საფასურის გადახდის მონაკვეთს ადგენს ქ. თბილისის
მთავრობა. (25.09.2009 N 11-25)
6. ამოღებულია (25.09.2009 N 11-25)
7. პარკირებისათვის საფასური შეიძლება დიფერენცირებული იყოს:
ა) პარკირების ადგილის მდებარეობის მიხედვით; (25.09.2009 N 11-25)
ბ) პარკირების ადგილების სპეციალიზაციის მიხედვით;
გ) მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობის მიხედვით;
ე) დღის მონაკვეთში პარკირების მიხედვით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დროის გარკვეული მონაკვეთის (დღე, კვირა,
თვე, კვარტალი, წელი) განმავლობაში პარკირების უფლების მიხედვით; (25.09.2009 N 11-25)
ზ) კვირის დღეებში პარკირების მიხედვით;
თ) ამ პირობების კომბინაციით ან სხვა პირობებით.
მუხლი 9. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალების პარკირება: (29.04.2011 N5-24)
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის
საქალაქო სამსახურს და მას დაურთოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის
შესაბამისად გაცემული პირის ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ავტოსატრანსპორტო
საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, აგრეთვე ყველა სხვა ინფორმაცია,
რომელსაც სამსახური ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის
ადაპტირებული M2 ან/და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე
ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის
საქალაქო სამსახურს და მას დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო
მოწმობის ქსეროასლი, აგრეთვე ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ჩათვლის
მიზანშეწონილად.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, მიუხედავად ტრანსპორტის
სარეგისტრაციო მოწმობებით დადასტურებული მის საკუთრებაში არსებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა, საცნობი ნიშანი გაიცემა არა უმეტეს ორ
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დანართი №1-ის შესაბამისად.
4. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ.
5. საცნობი ნიშანი მოქმედებს მისი გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგ
ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
დოკუმენტაციის ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ხელახლა
წარდგენის შემდეგ.
6. საცნობი ნიშანი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა ან
უკანა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი
ამოკითხვა.
7. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო
საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
8. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო
სამსახურში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების
დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურში წარადგინოს ხელახლა, რის
შემდეგაც ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ახალი საცნობი
ნიშანი გაიცემა 2 წლის ვადით.
9. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია
შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის
საქალაქო სამსახურს.
10. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების
პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების
ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე
არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
11. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სატრანსპორტო საშუალება სხვის კუთვნილებაში გადავიდა;
დ) სხვა გარემოება ან ისეთი გარემოება, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი
ნიშანი არ გაიცემოდა.
მუხლი 10. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა პარკირება
1. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის
შესაბამისად დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. თბილისის ტერიტორიაზე პარკირების ოპერატორს ეკრძალება დიპლომატიური
სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშულების თვლების ბლოკირება, სპეციალურ
სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება. ზემოაღნიშნული ქმედების
განხორციელება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
მუხლი 11. კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქ. თბილისის მთავრობა
ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ
პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს
ადგენს ქ. თბილისის მთავრობა.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
5. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე
შენახვის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ
მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით.
6. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ
იქნეს სპეციალური სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების
გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან
მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური სადგომიდან გაყვანისას
პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და
შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი.
მუხლი 12. დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის
განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა (29.04.2011 N5-24)
საცნობი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ (კუთხეებში მომრგვალებული),
ლურჯ ფონზე (კიდეებზე თეთრი ზოლით) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლოთი, ასევე ავტომანქანის ნომრისა და
საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.
ეს კიდე სითი პარკის
პარკირება გზის სავალ ნაწილზე ნებადართულია თუ გზის გასწვრივ დგას პარკირების ნიშანი “სი-ტი პარკ”-ის ლოგოთი და გზის სავალი ნაწილი დახაზულია თეთრი ფერით. გზის სავალ ნაწილზე არსებობს დგომის სამი მეთოდი:
პარალელური / მართობული / 45 გრადუსი
This post has been edited by kakhakakhiani on 3 Mar 2016, 01:58