1) ჩაიცვი ლამაზად -
ალბათ ზოგადად მოვლა, სტილი, მთლიანი ჰაბიტუსი იგულისხმება. ოკ. რატომაც არა. მაგრამ მთავარია ვის აცვია. ეს ცალსახად ასეა.
2) იყავი ხელგაშლილი (ეს კაცის იმპოტენციაზე მეტყველებს, მაგრამ ქართველი ქალი ამას ვერ მიხვდება 100 წელი. ჟმოტობას კი მიხვდება და არ გაპატიებს) -
გააჩნია ხელგაშლილობის მოტივს. ვაბშეტა, ბანძი სიტყვაა. მაგრამ ქათმის ტვინს კი მოხიბლავ იაფფასინი ტრიუკებით. ე.ი. ესეც ოკ.
3) გაიგე რომელი წიგნი, ფილმი, ნახატი უყვარს.. მოიძიე მათ შესახებ ინსაიდერული ინფორმაცია და გაუზიარე... ოღონდ ისე, რომ არ დაიწვა -
ყველაზე არასაინტერესო მომენტი, როდესაც კაცი ცდილობს ხელოვნურად მოგერგოს და სინამდვილეში არ აინტერესებს შენი გემოვნება. მაგრად იგრძნობა ხელოვნურობა. შენს ნათქვამებს რომ იჭერს და მომავალში ისე აბრუნებს, თითქოს მან თქვა პირველმა.
ეგრევე იმპოტენტდება ტვინი და იმ ადამიანთან კავშირის სურვილი ხდება ნოლი.
თუმცა ეგოცენტრულ ქათამს მოთაფლავ. ანუ ესეც ოკ.
4) აღუთქვი კოშკნი ოქროსანი
ქალს ზოგჯერ მხოლოდ კაცი სჭირდები, არც მაშინ გრძნობს თავს მთლად თავის ტყავში ვიღაც რომ რაღაცეებს პირდება. თანაც ხელოვნურობა ძალიან ადვილად შესამჩნევია.
ნუუ აქაც ქათმის "ამაშენე, ამაყვავე" თავს თავბრუს დაახვევ.
5) ნუ იქნები მორცხვი!!! მორცხვი ბიჭი ერთ ქალამნადო... მორცხვი გოგო ერთ ქალაქადო ნათქვამია.
თამამ ტომარასა და მორცხვ ლეოპარდს შორის თამამ ტომარას მხოლოდ შინაარსის წვდომის უუნარო მომცრო ტვინი თუ აირჩევს ე.ი. ქათმის.
7) დანარჩენი თქვენ დაწერეთ
ქალებსა და ქათმებს შორის სხვაობას სანამ არ გამოცდით, მანამდე დაწერთ ასეთ მოსწყენ და არაჯანსაღ რამე-რუმეებს.
This post has been edited by ESTRELLA on 22 Apr 2016, 14:09