ერეკლეს ნაბოლარა ვაჟი, ალექსანდრე, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს რუსებმა.
აი, მისი შეხედულება ამ "ერთმორწმუნეზე":
,,განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ ჩვენი და რუსეთის ერთად ცხოვრება არ მოხერხდება .. არაფერი წმინდა მათთვის არ არსებობს. დიდი და პატარა ტყუის. ხალხს ატყავებს, სიტყვის გატეხვა არაფრად უღირთ. მაგათთან შედარებით ყიზილბაშები ანგელოზები არიან. ჩვენ ხომ არ მივსულვართ მათთან, ისინი მოგვიცვივდნენ და მოსვენებას არ გვაძლევენ. ჩვენ ცოლ-შვილსა და ოჯახებს ვიცავთ, მშობლიურ მიწას და სახლ-კარს. ამათთან ბრუნდისა და მართლის გარჩევა არ არსებობს.."