ოპერაში ვიყაი დღეს. ბალეტი იყო რაღაც და დიდად გამეგება მეთქი მაგ ხელოვნების ავან-ჩავანი რომ ვთქვა - ტყუილი იქნება. მაგრამ გაასწორა ბოლო აქტმა - ჰაერში იფრინეს ტიპებმა, იაკრობატეს და ერთმანეთს უსრიალეს თითები შესაბამის გენიტალიებში და გამონაზარდებში...
ბოლოს, რა თქმა უნდა, წამოვიდა აპლოდისმენტები და ბრავოების ჯღავილი
მქუხარე ტაშის დაწყებიდან დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ მხია უცნაურმა გრძნობამ. საქართველოს ფეისები და ცნობილი სახეები, უბრალო მასტები და ყოფილ-მოქმედი პოლიტიკოსები, წარმატებული ხალხი და სრული ლუზერები, ვიდექით რეიტუზიანი ტიპების წინ და კოლექტიურად ვუტყაპუნებდით ხელისგულებს. მემარჯვენეები მარჯვენას მარცხენაზე და უმცირესობა - მარცხენას მარჯვენაზე. გადაიტყავა დარბაისელმა საზოგადოებამ ხელები ერთმანეთის რტყმევით. არაფერი პიზდეცინტელეკტუელნესთვის არ მიმიგნია იმ წამს, მაგრამ გამეცინა - გამეცინა იმიტომ კი არა, რომ მე ვარ დარტანიანი და ეს მოტყაპუნეები ღლეები, ან მე რა სირობებზე ვფიქრობ იმის ნაცვლად რომ ხელოვნებით დავტკბე - არამედ იმაზე თუ რა აბსურდული ღლეები მეგონა იქ ყველა და მათთან საერთო ვიგრძენი იმ მომენტში
ბრავოს ნაცვლად ხმამაღლა საღოორ დავიყვირე (რითაც ოდნავ ყურადღება მივიქციე) და მალე მოვრჩი ტაშისკვრას.