„ბატონო ელჩო, თქვენი სახელის გამოყენებით წამართვეს სამშობლოსათვის სამსახურის უფლება” - დავით ნემსაძე იან კელის ღია წერილით მიმართავს და ხსენებულ ფაქტზე მისი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
წერილს, რომელიც ყოფილმა სამხედრო პირმა, შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
„ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ბატონ იან კელის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უსამართლოდ შერისხულ უმცრისი ოფიცრის დავით ნემსაძისაგან
ბატონო ელჩო, არანაირად არ გახდებოდით ჩემი მომართვის ადრესატი, რომ არა ერთი გარემოება:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შეთითხნილ დასკვნაში, რომელიც გახდა მიზეზი ჩემი სამსახურიდან დათხოვნისა, ერთ-ერთ ქვეპუნქტად დასახელდა ჩემ მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ჩემი ძმის, ერმილე ნემსაძის, ყოფილი სამხედროს და 2008 წლის ომისა და ერაყის სამშვიდობო მისიის მონაწილის, აწ უკვე სამოქალაქო პირის პოსტი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეაფასა თქვენდამი კრიტიკულად, რაც მათი მხრიდან ითვლება თქვენდამი პირფერობად, რითაც ხაზი გადაუსვეს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლებას.
როდესაც ვკითხულებ ერნესტ ჰემინგუეის ,, მოხუცი და ზღვას" , ,, მშვიდობით იარაღო"-ს , ან ,,ფიესტას" , თუნდაც ჯერომ სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში" ამ მორალით შემიძლია ვთქვა, რომ მეც ამერიკელი ვარ.
ბატონო ელჩო, როგორ ახსნით იმას, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ესოდენ დიდი საპასუხისმგებლო ტვირთი აწევს საშობლოს წინაშე, ჩასაფრებულ და ბოღმიან პოზიციას იკავებს ომის მონაწილე ახალგაზრდა , სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით სავსე ოფიცრის მიმართ და ქვემდგომ სამსახურებს აძლევს დავალებას, რომ აკონტროლონ პრესა და სოციალური მედია და ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად გიყენებთ თქვენ, ჩვენ ქვეყნის სტრატეგიულ მოავშირე და მეგობარი ქვეყნის ელჩს. ნუთუ ეს არ მეტყველებს მის არაკომპეტენტურობაზე , საჭირო უნარებისა და ჩვევების არქონაზე?
ბატონო ელჩო, მაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი, რომ გამომეხმაურებით და თქვენს პიზიციას დააფიქსირებთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი სახელის გამოყენებით წამართვეს სამშობლოსათვის სამსახურის უფლება, რამეთუ ყოველი ადამიანი თავისი შინაგანი სამყაროთი განაპირობებს ადამიანთა საერთო ბედს.
პატივისცემით, შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე.“
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=42983კომენტარი არ მაქვს ამ ყოვლად თახსირ ქალზე

ესაა კლასიკური ანტიამერიკული პოლიტიკის განხორციელება
წუკლარამაც ასე გაუშვა მგონი ვიღაც, მხოლოდ მას ასეთი სპეკულაცია არ ჩაუდენია
ვინ დაგწყევლათ?!