http://www.epn.ge/?id=24727"გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია „მაესტროდან“ გაათავისუფლეს.
მედიაში გავრცელებული ცნობა გადაცემა „საქმიანი დილის“ ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ დაადასტურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მაესტროს“ ბორდმა მიიღო.
თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ გიორგი ისაკაძის გარეშე უნდათ, რაც ჟურნალისტებისთვის მიუღებელია:
„ყველანი "ბიზნესკონტაქტზე" - დღეს განსაკუთრებით გვჭირდებით.
"მაესტროს" ბორდმა გიორგი ისაკაძეს ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტი ანუ უნდათ "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" გიორგი ისაკაძის გარეშე! - არა! არა! არა!
გიორგი ისაკაძე ამ გადაცემების ავტორი, მენეჯერი და ჩვენი გარანტია ყველანაირი გაგებით!“- წერს თელარა გელანტია."
არადა, ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა იყო ბიზნესზე.