დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ჩრდილოეთ ირლანდიამ ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიის „შინ ფეინის“ ლიდერმა დეკლან კერნიმ გააკეთა.
ირლანდიის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე მარტინ მაკგინესი . ამის შესახებ ინფორმაცის ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 56%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის დარჩენის მომხრეა ასევე შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობაც.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის დატოვების მომხრეებმა გაიმარჯვეს. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
http://www.newposts.ge/?l=G&id=112070-ი
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.