სამხედრო ექსპერტ, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, "ლევან ვარშალომიძე ბათუმში არეულობის შექმნას შეეცდება, შესაბამისად, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება".
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი პოლიტიკური ლიდერების პარტიიდან გასვლით, რეიტინგი ვერ აიმაღლა, ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მეორე გეგმაზე გადავიდა, რომლის თანახმად ლევან ვარშალომიძემ ბათუმში შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა შექმნას და საარჩევნოდ არეულობა მოაწყოს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, ბათუმში სამხედრო დაჯგუფებები შექმნას. ამავდროულად, უნდა აწარმოოს სხვა რეგიონებში ყოფილ "ზონდერებთან" მოლაპარაკებები და მოიყვანოს სრულ საბრძოლო მზადყოფნამდე.
3 დღის წინ, ვარშალომიძეს 10-კაციან ჯგუფს შეხვდა და მათ მისცა დავალება, ყველა რეგიონში შექმნას შეიარაღებული დაჯგუფებები. ისინი დაიწყებენ ბათუმში არეულობას.
ამავდროულად, სააკაშვილმა კალანდაძეს სთხოვა, გენშტაბის ყოფილ უფროსს მოამზადოს 25-კაციანი ჯგუფი უკრაინაში და გაიარონ წვრთნები, რათა გააძლიერონ ბათუმში შექმნილი ფორმირებები",- განაცხადა წითელაშვილმა "პირველ პრესკლუბში".
სამხედრო ექსპერტი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, შს სამინისტროს და პრემიერს, კონტროლზე აიყვანონ ბათუმის მიმართულება და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოქმედებები, "რათა საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული".
http://pia.ge/show_news.php?id=72339&lang=geoრეებს ბედავენ
ბოლოსდაბოლოს დასრულდეს კოჰაბიტაცია და მიგვიშვან ხალხი !!!!
ერთხელდა სამუდამოდ დავასრულოდ სექტა ამ ქვეყანაში!
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet