გალე

გამარჯობა

ვახ, აი, ტყუილად არ მენიშნა რაღაც
დილით თოლიის ჭყივილმა გამაღვიძა შუა რუსთავში
მერე დედაჩემმა ახსენა "მოქცევა", მგონი "კარგად მოქცევა" თქვა
მერე სოფო ნიჟარაძე შემომივარდა კაკრაზ იმ დროს, მარცხენა თვალმა რომ თამაში დამიწყო (სულ მე ვუგებ ხოლმე, ჰაჰაჰა), და "ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცსო"
მარა სოფო ნიჟარაძე კი არა ჩემი მეზობელი ყოფილა.
ნუ რაც დავმართე მერე, ყველამ ვიცით

ეგ კიდევ არაფერი
სადილად პა ფლოტსკი ხო არ გავაკეთო მაკარონიო, ბებიაჩემმა იკითხა, რომელიც გორშია და საერთოდ არც ვიცი, ასეთი რამე თუ თქვა დღეს, მარა ადრე აქვს ნათქვამი
ჰოდა აგერ შემოვდივარ მერე
და აგრე აგიხდეს ყველაფერი

გილოცავ, მეგობარო, ბრენდი ხარ, ბრენდი უკვე

ყოველივე საუკეთესო

თუ მოვახერხე ჩამოვლა მაქეთ 1-2 კვირაში, აუცილებლად შეგეხმიანები

იმედია, მაგ დროს თბილისში არ გეგმავ ჩამოსვლას

ჰოდა
რავი აბა
წავედი ახლა, პა ფლოტსკი ვჭამო და მერე ფეხი მაქვს მისაკერებელი
sincerely
yours