SPLIYVIდა რაღა უნდა,ახლა ეგ უნდა ვარჩინოთ?
ეს მოვიძიე იმნაძესთან დაკავშირებით:
"დღეს ამ მკვლელობის ისტორია კვლავ «წამოტივტივდა», თუმცა საქართველოს პროკურატურას მიაჩნია, რომ მკვლელობა ჩადენილია «აუცილებელი მოგერიების» პირობებში: აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ იმნაძე პატარა (სადესანტო) ავტომატით შეიარაღებული შეიჭრა ასლან აბაშიძის კაბინეტში და თითქმის დაუყოვნებლივ ატეხა სროლა, რის შედეგადაც «აჭარის ლომი» კისერში დაიჭრა. აჭარის კგბ-ს უფროსმა ჯაიანმა საპასუხო სროლის შედეგად იმნაძე ადგილზევე მოკლა.
აღსანიშნავია, რომ იმნაძე, როგორც ჩანს, იმთავითვე მკვლელობის განზრახვით შევიდა აბაშიძის კაბინეტში. სხვაგვარად წარმოუდგენელია – იმ დროს «მოძრაობის» ლიდერები, მართალია ყველგან შეიარაღებულნი დადიოდნენ, მაგრამ ავტომატი მაინც მეტისმეტია. უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურში (უმაღლეს საბჭოს შენობაში) თბილისშიც და ბათუმშიც «პატარა იარაღით» შევიდოდნენ.
რაკი იმნაძემ შენობაში ავტომატი შეიტანა და იმთავითვე თავმჯდომარის კაბინეტს მიაშურა – მაშასადამე, უკვე განზრახული ჰქონდა ასლან აბაშიძის მოკვლა.
პირველად მანვე ისროლა, ანუ ჯაიანი მოქმედებდა «აუცილებელი მოგერიების» პირობებში. ასეთია გამოძიების ოფიციალური ვერსია, რასაც ფაქტოლოგიური თვალსაზრისით, ვერ შეედავები – არავინ უარყოფს, რომ იმნაძე ავტომატით (!) შეიარაღებული შევარდა ასლან აბაშიძის კაბინეტში. ასევე არავინ უარყოფს, რომ მან პირველმა ისროლა და აბაშიძე დაიჭრა"
დანარჩენჯ აქაა
https://www.google.ge/url?sa=t&source=web&r...XASW-EBKRalB6CAსაცოდაო საქართველოვ