მოყოლებული 1990 წლიდან საქართველოში რამდენიმე მოწვევის პარლამენტი აირჩა, მაგრამ ამ 26 წლის განმავლობაში არცერთი მოწვევის პარლამენტში არ აღმოჩნდა არცერთი ისეთი დეპუტატი, რომელიც პარლამენტის წინაშე საქართველოს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებს და მათი მოგვარების გზებს დააყენებდა კენჭისყრის საგნად. ჯერ კიდევ 80-ანი წლების ბოლოს გორბაჩოვის ხელისუფლება ჭეშმარიტ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ძირითადად ებრძოდა КГБ-ს მიერ შექმნილი და ორგანიზებული სახალხო ფრონტების მეშვეობით. საქართველო ერთადერთი და პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო რომელმაც 1989 წლის 9 აპრილის აქციით მოითხოვა თავისი ადრინდელი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველო დამოუკიდებლობის საკითხს ვერ დააყენებდა КГБ-ეს 1989 წლის 9 აპრილამდე საქართველოშიც რომ მოეხერხებინა სახალხო ფრონტის შექმნა. ამასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიამ თქვა შახალხო ფრონტი კომპარტიის მკვდრადშობილი ბავშვიაო.
КГБ-მ საქართველოში სახალხო ფრონტის შექმნა მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ შეძლო. პროფესორი ნოდარ ნათაძე იყო კარგი კაცი პრინციპულად ცუდი ორგანიზაციის სათავეში. საქართველოს სახალხო ფრონტი არცერთი ხელისუფლების დროს არ იყო პირველი წამყვანი პოლიტიკური ძალა და მას არასოდეს არ შეუსრულებია ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი. ოღონდ სასწაული უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ რომელიმე პარლამენტში სახალხო ფრონტის დეპუტატს დაეყენებინა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პრიორიტეტული საკითხები და ეს სასწაული, როგორც მოსალოდნელი იყო, არც პროფესორ ნოდარ ნათაძის შემთხვევაში მოხდა.
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობა იმაში გამოიხატება, რომ მან უარყოფითად ან დადებითად უნდა უყაროს კენჭი ამა თუ იმ საკითხს. საქართველოს პარლამენტში რომ 150 სამდამოპატიმრობამისჯილი ბოროტმოქმედი დავსვათ, ისინიც კი დადებითად უყრიან კენჭს საქართველოს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის პრიორიტეტულ საკითხებს, ოღონდ როგორც თავიდანვე მოგახსენეთ პარლამენტში დღემდე არ გამოჩნდა არცერთი ისეთი დეპუტატი, რომელიც ამ პრიორეტიტულ საკითხებს ცალსახად დააყენებდა და დადებდა მათი გადაჭრის ქმედით გეგმებს. ამიტომ დღეს აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელ 150 კაცს აირჩევს 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად. ოღონდ მტავარი ის არის რომ პარლამენტში ახლა მაინც მოხვდეს თუნდაც ერთი ისეთი დეპუტატი რომელიც პარლამენტის წინაშე ამ საკითხებს ნათლად და ცალსახად დააყენებს. ეს საკითხები ისე უნდა დაისვას რომ მათი უარყოფა ვერცერთმა რაგინდარა გაიძვერა დეპუტატმა ვერ გაბედოს და არც მოისურვოს.
ამ ბოლო წლების გამოცდილებით მე დავრწმუნდი, რომ ამ საქმეს ჩემს მეტი დღეს არამცთუ ვერავინ ვერ გააკეთებს, არამედ არც მოინდომებს და ამიტომ ვიყრი კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად. ამისათვის საჭიროა საქართველოს განვლილი 26 წლიანი საპარლამენტო მუშაობის ობიექტური შეფასება, ყოველივე მიუღებელის დაგმობა და მომავალი პოზიტიური ნათელი ცალსახა გეგმის დადება.
პოსტის დადებით ამოსწიეთ ქვემოთ მითითებული პოლი!
რეიტიგები
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili