თბილისში, ყაზბეგის 22-ში მრავალწლიანი ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. გადაწყდა, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნოს. ამ საკითხთან დაკავშირებით `ფოსტალიონი` თბილისის ყოფილ პრემიერს, საზოგადოება “თბილისელის” საბჭოს წევრს, თემურ ქურხულს დაუკავშირდა.
_ ბატონო თემურ, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აქვს, თუმცა ეს პროცესი არ ჩერდება და პერიოდულად ქალაქის სხვადასხვა ადგილებში იჩენს თავს. გვაინტერესებს, თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები?
_ როდესაც რომელიმე ტერიტორიაზე შენობა შენდება , K-1 კოეფიციენტი ითვალისწინებს, რომ იგი მთელს ტერიტორიაზე კი არა, გარკვეულ ნაწილზე უნდა აშენდეს. ანუ მშენებელს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ ხეები გადარგოს სხვა ადგილზე. ყაზბეგის ქუჩაზე თუ პროექტი ითვალისწინებდა შენობის განთავსებას ხეების ადგილზე, მაშინ არქიტექტურის სამსახურს ხელშეკრულებაში უნდა ჩაეწერა, რომ დეველოპერი საკუთარი ძალებით გადარგავდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ელემენტარული რამ. მითუმეტეს, საქართველოში უკვე გვაქვს ხეების უსაფრთხოდ გადარგვის პრაქტიკა.
_ ეს თავად მშენებელს უნდა გაეკეთებინა საკუთარი ხარჯებით?
_ დიახ, ოღონდ მანამდე, ნებართვის გაცემის დროს მერიას უნდა ჩაეწერა ხელშეკრულებაში, რომ დეველოპერი ხეებს კი არ მოჭრიდა, არამედ გადარგავდა. აქ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება არქიტექტურის სამსახურს, რადგან მან ასეთი ხელშეკრულება არ დადო მშენებელთან. ასევე დამნაშავეა ეკოლოგიის სამსახური, რომელმაც გასცა ნებართვა ხეების მოჭრაზე. როგორც ამბობენ, ხეების უდიდესი ნაწილი სრულიად ჯანსაღი იყო. რამდენადაც ვიცი, საქმეში ჩართულია პროკურატურა და იმედია, დაადგენენ ვინ არის დამნაშავე.
_ თბილისში არსებობს ხეების გადარგვის ტექნიკური საშუალება?
_ დიახ, რა თქმა უნდა, არის. თბილისში არსებობს კომპანია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ხეს მთლიანად იღებენ მიწიდან, ნებისმიერ ადგილზე გადააქვთ და რგავენ. ხის გადარგვის საფასური დამოკიდებულია ხის დიამეტრზე, რაც 500 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს. როგორც ვიცი, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რამდენიმე ათეული ათას მეტრიანი კომპლექსის მშენებლობა. დეველოპერს თავის ხარჯთაღრიცხვაში უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ხეების გადარგვის ხარჯი და თუ მისთვის მომგებიანი არ იქნება, არ უნდა დაიწყოს ამ ადგილზე მშენებლობა. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ. უნდა შეიგნოს ყველამ, რომ თბილისში 50 წლიანი ხეები არ უნდა მოიჭრას. ეს მარტივი საკითხია და ამის მოგვარება ყოველთვის შეიძლება. ჩინოვნიკმა, რომელიც მერიაში ზის, შესაბამისად უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. საჭიროა გავიდეს, ნახოს და ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება. პროცესს ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს.
–ვისზეა დამოკიდებული სიტუაციის გამოსწორება და რა უნდა გაკეთდეს, რომ ბოლოს და ბოლოს შეჩერდეს ხეების ჭრა?
http://www.postalioni.com/2016/08/%E1%83%9...83%94%E1%83%A0/