#48921228 · 30 Sep 2016, 03:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებამ ამომრჩევლებზე გაცილებით უფრო მეტად დამთრგუნველად იმოქმედა ვიდრე ამას ვფიქრობთ და ამისი ახსნა არ არის ადვილი. ხალხი ამ რამდენიმე დღის წინ არჩევნებისადმი რაღაც ინტერესს იჩენდა და უცბად მთლიანად ჩაკვდა. აქ საქმე შემდეგშია. როგორც მოგეხსენებათ ნაცმოძრაობის მზე 2012 წელს ჩაესვენა და ხალხს მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა. ხალხი ასევე უკიდურეს უკმაყოფისებას გამოთქვამს ოცნების მიმართ, მაგრამ არამგონია ხელისუფლებას ნათლად ჰქონდეს გააზრებული თუ რამდენად არის დაცემული ამ ორი პარტიის რეიტინგები.
ნაცმოძრაობის გაუქმება ან არჩევნებიდან მოხსნა უაზრობაა იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი მხოლოდ 1,9%-ს შეადგენს და იგი არჩევნების გაყალბების გარეშე 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავდა. ამ მხრივ არც ოცნებას აქვს საქმე ბევრად უკეთესად იმიტომ, ოცნების რეიტინგიც მხოლოდ 2,6%-ს შეადგენს. არცერთი სხვა პარტიების რეიტინგიც არ აღემატება 0,6 %-ს. ე. ი. არჩევნები რომ ერთი კვირის წინ გაყალბების გარეშე ჩატარებულიყო, პარლამენტში ვერცერთი პარტია ვერ გავიდოდა.
დღეს გაცილებით უფრო ნაკლებ ხალხს აქვს საარჩევნო ყუთებთან მისვლის სურვილი ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იყო.
ამიტომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება. ოცებისა და ნაცების გარდა არჩევნებში მონაწილეობს თუ არ ვცდები 6 ბლოკი და 24 პარტია. ეს პარტიები კიიღებენ არჩევნებზე მისული ხალხის ხმების 80%-ს, მაგრამ ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს 5%-ან ბარიერს და ხმების ეს 80%-ც დაიკარგება.
ასე რომ ოცნება და ნაცები რეალურად ხმების 20%ს გაინაწილებენ. ოღონდ ეს იქნება 20% არა საქართველო ყველა ამომრჩევლებისგან არამედ მხოლოდ იმ ხალხის ხმები ვინც არჩევნებში მივლენ. ასეთი კი ალბათ არაუმეტეს 30% იქნება. 30-ს 20% კი მოგეხსენებათ მხოლოდ 6%-ია.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|