ASUS-TEKგარდაუვალია ლევან ეგ
ადრეთუგვიან მიხვდება რომელიმე რუმი რომ, ოფლაინ რუმის ქონა
წინაპირობაა ქვეყანაში ლიდერობისთვის.
ბევრი კარგი პროექტი და იდეა იყო რუმის განვითარებისთვის, რომელზეც დიანა და იურა სიხარულით მოდიოდნენ
ჩვენი სნგ რად ღირდა მხოლოდ, ძალიან მაგარ პროექტზე ვმუშაობდი მაგ პერიოდში, რომელიც ლაივს, ოფლაინს ერთმანეთს დააკავშირებდა, ყველაზე მაგარი კი ის იყო რომ ეს პროექტი ქეშს ეხებოდა
თვითონაც არანაკლები იდეები ქონდათ დაგეგმილი, ზოგი მტკივნეულიც, მაგრამ აუცილებელი
საწყენი ისაა მხოლოდ, რომ როცა მართლა პროფესიონალებმა ჩაიბარეს რუმის მართვა, მაინცდამაინც მაშინ დაიხურა
რაც შეეხება იმას თუ რატომაა გარდაუვალი შევეცდები მოკლედ ავხსნა
რატომ გვიყვარს ჩვენ პოკერი ? სიყვარულზე მაქ ლაპარაკი და არა ფულზე, ფული კიბატონო კარგია აუცილებელიც კია ამ თამაშში
მაგრამ
გაიხსენე აბა ბოლოს როდის მიიღე სიამოვნება პოკერით, ტურნირის მოგება, კარგი სესია კი სასიამოვნოა, მაგრამ ამ სიამოვნების მთავარი მიზეზი ფულია
რეგულარების დეფიციტი არასდროს იქნება ქვეყანაში, რადგანაც ვინც ამ სფეროსი "შეტოპა" და პროფიტის გემო გაიგო, მისთვის სხვა საქმის გამონახვა ძალიან ძნელია, პირიქით დეფიციტის მაგივრად ზრდა შეინიშნება
რასაც ვერ ვიტყვი ფიშებზე და ამას თავის ახნა აქ
იცი რას გავს დღევანდელი ქართული პოკერი, ერთ დიიდ აკვარიუმს, სადაც დამშეული პირანიები ერთმანეთს ჭამენ,
იმ მოლოდინში როდის ჩაყრის აკვარიუმის მეპატრონე ოქროს თევზებს, თუმცა უკვე ამ მეპატრონეს ოქროს თევზის მოყვანა ყოველდღიურად უფროდაუფრო ძვირი უჯდება
ეს პირანიები კი მრავლდებიან და მრავლდებიან, და საბოლოოდ აკვარიუმის მთავარი დანიშნულება იკარგება
ის ხიბლს კარგავს.
ეს აკვარიუმი აღარაა საინტერესო რიგითი ოქროს თევზისთვის, ის მეოცნებეა, მაგრამ ფხიზლდება რადგანაც ამ აკვარიუმში ბრჭყვიალა ნივთების რაოდენობა დღითიდღე იკლებს
რატომ აკრძალა სტარმა ბევრი დამხმარე პროგრამა ? ნელნელა HM აკრძალვაზეც კი წავიდა ჩურჩული
მიზეზი ზემოთ წერია
შევიხედოთ სტარზე ოფლაინ სატელიტებითაა სავსე, რატომ ? იმიტომ რომ ოქროს თევზი თავისით შეცურდეს აკვარიუმში
ათასი ოფლანი ტურნირი, ვსოპ, ესაა ბრჭყვიალა ნივთები, რომელიც იზიდავს მეოცნებე ლიფსიტებს
სად იყო ინტერნეტ პოკერი, როცა უნგარი პოკერის ეპოქას ქმნიდა, ეს რეალური თამაშია ემოციების და აზარტის.
ბევრ დამწყებთან მაქ შეხება იცი ეს
100 კაციდან 90-ს არაფერი აქ წაკითხული პოკერზე, მაგრამ იმ 10 კაციდან იცი 9-ს უეჭველი რაიმე წიგნი ან სტატია მაინც აქ წაკითხული, ბოდილენგვიჯზე
ამიტომ ადრეთუგვიან მიხვდებიან, რომ ამ სფეროში ეს აუცილებელია

მოკლედ მაინც არ გამოვიდა
This post has been edited by kaxakale on 28 Sep 2016, 17:21